ფოთის მერის ვაკანტურ თანამდებობაზე შესარჩევი კომისია შეიქმნა

2012.12.24 ავტორი: TS

თვითმმართველი ქალაქ ფოთის საჯარო მოხელეთა ვაკანტურ თანამდებობებზე შესარჩევი მუდმივმოქმედი საკონკურსო-საატესტაციო კომისია შეიქმნა.

კომისიაში შემავალმა 13 წევრმა უნდა გადაწყვიტოს, ვინ უნდა გახდეს ფოთის მერი.

 

კომისიის წევრები არიან:

 

დავით ბაბილუა (ფოთის საკრებულოს თავმჯდომარე, საკონკურსო-საატესტაციო კომისიის თავმჯდომარე)

 

ენვერ სიჭინავა (საკრებულოს წევრი)

 

თენგიზ სარიშვილი (საკრებულოს წევრი)

 

კახაბერ გუგუჩია  (საკრებულოს წევრი, ფრაქცია "ნაციონალების" თავმჯდომარე)

 

დარეჯან ცხვიტარია (საკრებულოს წევრი, ფრაქცია "ნაციონალების" წევრი)

 

ალფონს მეტაქსა (ფოთის საპატიო მოქალაქე)

 

ია თოდუა (სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიული საზოგადოების ფოთის კოორდინატორი)

 

ინგა გვასალია (ჟურნალისტი, გაზეთ "მთავარი სამეგრელოში" რედაქტორი)

 

თეა აბსარიძე (ტ/კ "მეცხრე ტალღის" საინფორმაციო სამსახურის უფროსი)

 

უშანგი გეგენავა (ქ.ფოთის საზოგადოებრივი სათათბიროს წევრი)

 

მაია მაკალათია (მაჟორიტარი დეპუტატის ბიუროს წარმომადგენელი)

 

შეიქმნა ასევე შესარჩევი კონკურსის პროცედურებისა და შედეგებთნ დაკავშირებული საპრეტენზიო კომისია შემდეგი შემადგენლობით: 

 

მაგდალინა მენაბდე (ფოთის საკრებულოს თავმჯდომარის პირველი მოადგილე, საპრეტენზიო კომისიის თავმჯდომარე)

 

ალექსანდრე თოფურია (საკრებულოს წევრი)

 

გოგი მელიქია (ფაზისის საერო აკადემიის წევრი)

 

ნაპო თოდუა (საპატიო მოქალაქე)

 

ნელი უნგიაძე (არასამთავრობო ორგანიზაცია ფონდი "სოხუმის" წარმომადგენელი)

 

ფოთის მერობის მსურველებმა საკონკურსო კომისიასთან გასაუბრება უნდა გაიარონ.

 

შეგახსენებთ, რომ მერის პოზიციაზე კონკურსი 21 დეკემბერს გამოცხადდა. მერობის პრედენდენტებს მოეთხოვებათ: კომუნიკაციის უნარი, ანალიტიკური აზროვნება, მართვის უნარი.

 

ასევე, სამართლებრივი აქტების ზოგადი ცოდნა: საქართველოს კონსტიტუცია, საქართველოს ორგანული კანონი ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ, საქართველლოს კანონი საჯარო სამსახურის შესახებ, ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი, საქართველოს კანონი ნორმატიული აქტების შესახებ, საქართველოს კანონი საჯარო სამსახურში ინტერესთა შეუთავსებლობის შესახებ

 

კანდიდატმა უნდა წარმოადგინონ თვითმმართველი ქალაქის -  ფოთის განვითარების პროგრამა. მერობის მსურველებმა უნდა წარადგინონ: ბიოგრაფია, განცხადება, პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი, განათლებისა და კვალიფიკაციის დამადასტურებელი დოკუმენტი, ცნობები ნასამართლეობისა და ნარკოლოგიური შემოწმების შესახებ. მოთხოვნების შესახებ ინფორმაცია სრულად შეგიძლიათ იხილოთ აქ.

 

ფოთის მერის თანამდებობა 7 აგვისტოდან, ვახტანგ ლემონჯავას გადადგომის შემდეგ ვაკანტურია.

სტატიები
ფოტორეპორტაჟი

გამოკითხვა

რომელ კანდიდატს მისცემთ ხმას საპარლამენტო არჩევნებში?

Voted: 0

NED