ფოთის საკრებულოს თავმჯდომარე გადადგა

2012.12.06 ავტორი: TS

ფოთის საკრებულოს თავმჯდომარე ივანე საღინაძემ, თანამდებობიდან წასვლის შესახებ განცხადება დაწერა, თუმცა, ის საკრებულოს რიგით წევრად რჩება.

საღინაძის განცხადებით, თანამდებობის დატოვების გადაწყვეტილება ქალაქის ინტერესებიდან გამომდინარე მიიღო და ზეწოლას ადგილი არ ქონია, რასაც არ ეთანხმება საკრებულოს ნაციონალი წევრი, დარეჯან ცხვიტარია და ზეწოლაზე საუბრობს.

 

"მე მგონია, რომ ეს იყო იმ ზეწოლის გაგრძელება, რომელიც დაიწყო ფოთში", - აცხადებს ცხვიტარია.

 

თავას საღინაძის განცხადებით, არჩევნების შემდეგ ფოთის თვითმმართველობაში წარმოიშვა პრობლემები. "კერძოდ, ვერ დავნიშნეთ მერი. ამიტომ, ახალი რეალობის გათვალისწინებით, იმისათვის, რომ ხელი შეეწყოს ქალაქის აღმშენებლობას და არ წარმოიშვას პრობლემები, მივიღე თანამდებობიდან გადადგომის გადაწყვეტილება",-აცხადებს ის.


საღინაძე აღნიშნულ პოსტზე 2010 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების შემდეგ დაინიშნა. ის ამავდროულად "ნაციონალური მოძრაობის" ფოთის საქალაქო ორგანიზაციასაც ხელმძღვანელობდა. მანამდე ის ფოთის მერი იყო.

სტატიები
ფოტორეპორტაჟი

გამოკითხვა

რომელ კანდიდატს მისცემთ ხმას საპარლამენტო არჩევნებში?

Voted: 0

NED