თვითმმართველობა მაჟორიტარი დეპუტატის ბიუროს აღარ დააფინანსებს

2012.12.04 ავტორი: TS

პარლამენტის რეგლამენტში ცვლილებების პროექტის თანახმად, თვითმმართველობებს მაჟორიტარი დეპუტატის  ბიუროს დაფინანსების ვალდებულება აღარ ექნებათ.

კანონში შესატანი ცვლილებების ავტორი ვიცე-სპიკერი ზვიად ძიძიგურია.

 

პროექტის თანახმად, სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოები აღარ იქნებიან ვალდებულნი  მაჟორიტარი უზრუნველყონ სამუშაო ოთახით, სატრანსპორტო და კავშირგამბულობის საშუალებებით. 

ადგილობრივი ბიუჯეტი მაჟორიტარი დეპუტატის ბიუროსთვის ხარჯებს არ გაიღებს.

 

ფოთში მაჟორიტარი დეპუტატის ბიურო მერიის ადმინისტრაციულ შენობაშია განთავსებული. 

მაჟორიტარი დეპუტატის მომსახურება ადგილობრივ ბიუჯეტს ყოველწლიურად 30 ათასი ლარი უჯდება. 



სტატიები
ფოტორეპორტაჟი

გამოკითხვა

რომელ კანდიდატს მისცემთ ხმას საპარლამენტო არჩევნებში?

Voted: 0

NED