ფოთის თეატრის მშენებლობა უსახსრობის გამო შეჩერებულია

2012.11.23 ავტორი: სოფო ჯალაღანია

ფოთის თეატრში სამშენებლო სამუშაოები დროებით შეჩერებულია. "მშენებლობის დასრულების ვადამ, 2013 წლის სექტემბერამდე გადაიწია,"– აცხადებს TSpress- თან საუბრისას სამშენებლო ფირმის ხელმძღვანელი, იგორ ღურჯია. 

სამშენებლო ფირმის წარმომადგენელი მშენებლობის შეჩერებასა და  ვადების გახანგრძლივებას საკამრისი თანხის არარსებობას  და თეატრის შენობის პროექტში შესულ ცვლილებებს უკავშირებს.

 

მისი თქმით, თეატრის მშენებლობის დროულად დასრულებისთვის ბიუჯეტიდან საკამრისი ოდენობის თანხების გამოყოფა წლებია პრობლემას წარმოადგენს.

 

"დაახლოებით თვეზე მეტია, რაც სამუშაოები შეჩერებულია, ამ ეტაპზე თანხა გადმორიცხული არ გვაქვს, რის გამოც მუშა ხელმა სამუშაოს შესრულებაზე უარი თქვა. მშენებლობა წელს უნდა  დამთავრებულიყო, თუმცა, საკრებულო და პროექტის ავტორები შეთანხმდნენ, რომ დაემატებინათ კიდევ 115 ადგილი," – განაცხადა იგორ ღურჯიამ

 

პროექტისა და ხელშკრულების თანახმად, თეატრის მშენებლობის ღირებულება  9 მლნ ლარია. თანხა ინტერიერის ხარჯებს არ ითვალისწინებს. ამ დროსითვის სახელმწიფო და ადგილობრივი ბიუჯეტიდან ჯამში დაახლოებით 7 მლნ ლარია დახარჯული.



ფოთის თეატრის მშენებლობა ძველი შენობის ეპარქიისთვის გადაცემის შემდეგ 2005 წელს დაიწყო. პრეზიდენტის დაპირებისამებრ ფოთის თეატრის ახალი შენობა 2008 წელს უნდა ქონოდა. მოგვიანებით, სამუშაოების დროულად დაუსრულებლობაა აგვისტოს მოვლენებით ახსნეს და ვადები 2 წლით გადაწიეს. 

 

შენობის დასრულება, ვერ 2010 წელს მოხერხდა. მიმდინარე წელს, ფოთში სტუმრად მყოფმა პრეზიდენტმა თეატრის შენობა დაიწუნა და ფასადში ცვლილებების შეტანა თხოვა. ხელისუფლებას და ფირმას კი,  მშენებლობის დასრულებისთვის საბოლოო ვადა 2012 წლის ბოლომდე მისცა.

 

შენობის გარეშე დარჩენილი თეატრალური დასი უკვე 7 წელია დროებით,  კულტური სახლის მცირე დარბაზშია განთავსებული. 

 

სახელმწიფო დრამატული თეატრი ფოთში 1882 წელს დაარსდა, ვალერიან გუნიას სახელი კი თეატრს, ოფიციალურად, 1963 წელს მიენიჭა.

 

თეატრის ყოფილი შენობის საპატრიარქოსთვის გადაცემის შემდეგ, აქ ტაძრის სამშნებლო–სარეკონსტრუქციო სამუშაოები ჩატარდა. ღვთისმშობლის შობის საკათედრო ტაძარში სამუშაოები მიმდინარე წელს დასრულდა. 

სტატიები
ფოტორეპორტაჟი

გამოკითხვა

რომელ კანდიდატს მისცემთ ხმას საპარლამენტო არჩევნებში?

Voted: 0

NED