ისრაელის უსაფრთხოების ძალებმა 55 პალესტინელი დააკავეს

2012.11.22 ავტორი: ნიკა უხურგუნაშვილი

ისრაელის უსაფრთხოების ძალებმა დღეს მდინარე იორდანეს დასავლეთ სანაპიროაზე 55 პალესტინელი ბოევიკი დააკავეს. აღნიშნულზე ინფორმაციას ისრაელის თავდაცვის არმიის (ცახალი) პრეს-სამსახური ავრცელებს. დაკავებულები სხავდასხვა შეიარაღებული დაჯგუფების წევრები არიან.

ცახალის ინფორმაციით, ისრაელის უსაფრთხოების ძალები კლვალავაც გააგრძელებენ წესრიგის შენარჩუნებას და არ დაუშვებენ ისრაელის ტერიტორიაზე ტერორისტების შეჭრას.

 

 

შეგახსენებთ, რომ ოთხაშაბათს ისრაელსა და რადიკალურ პალეტინურ მოძარობა „ჰამასს“ შორის ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება შევიდა ძალაში. კაიროში სამდღიანი დაძაბული მოლაპარაკებების შემდეგ კონფლიქტის მხარეები ეგვიპტის შუამავლობით შეთანხმდნენ ცეცხლის შეწყვეტაზე.

 

 

პალესტინის ჯანმრთელობის დაცვის სამინისტროს მონაცემებით მიმდინარე კვირას ისრაელის არმიის მასშტაბური ოპერაციის შედეგად 162 პალესტინელი დაიღუპა, მათ შორის 43 ბავშვი და 11 ქალი, დაიჭრა დაახლოების 2 350 ადამიანი. ისრაელში სარაკეტო თავდასხმის შედეგად დაიღუპა 5 ადამიანი, დაშავდა ათეულობით.

 

ამ დროისათვის ისრაელში რეზერვისტების დემობილიზება მიმდინარეობს. საუბარია 60 000 სამხედროზე, სავარაუდოდ ამ რაოდენობის სამხედროების დემობილიზებას 2-3 დღე დასჭირდება. თავდაცვის მინისტრმა ეჰუდ ბარაკის განცხადებით, ყველა რეზერვისტი დემობილიზებული იქნება.

 

         

 

სტატიები
ფოტორეპორტაჟი

გამოკითხვა

რომელ კანდიდატს მისცემთ ხმას საპარლამენტო არჩევნებში?

Voted: 0

NED