ივანიშვილის ინიციატივით მთავრობა საინვესტიციო ფონდის შექმნას გეგმავს

2012.11.22 ავტორი: TS

პრემიერ–მინისტრ ბიძინა ივანიშვილის განცხადებით, მისი ინიციატივით საინვესტიციო ფონდის შექმნა იგეგმება, რაზეც ეკონომისტთა ჯგუფი უკვე მუშაობს

"ეს არის ჩემი იდეა, აქ შეიძლება საინტერესო თანხების მობილიზება. ეს ფონდი დაეხმარება ყველა კერძო ინვესტორს და ვისაც სურვილი გაუჩნდება ყველას პარტნიორი იქნება, როგორც საქართველოს მოქალაქის, ისე უცხოელი ინვესტორის"– განმარტა ივანიშვილმა პრესკონფერენციზე.

 

მისი თქმით, ფონდის საწესდებო კაპიტალს მდიდარი ქართველები შექმნიან. მისი განმარტებით, ეს მოხდება სურვილისამებრ, თხოვნით და არა ძალადობრივად, იძულების გზით.

 

ივანიშვილის განცხადებით, ფონდი პარტნიორობას გაუწევს ინვესტორს, რომელსაც გააჩნდეს იქნება საინტერესო იდეა და სულ მცირე, 25%-იან ინვესტიციას განახორციელებს.

 

პრესკონფერენციაზე ივანიშვილმა საქართველოს ერთ–ერთ მთავარ პრობლემად ეკონომიკა დაასახელა და არნიშნა, რომ მისი განვითარების გზებზე მთავრობა აქტიურად მუშაობს.

 

ივანიშვილის განმარტებით, საქართველოში აღარ იქნება მონოპოლიები და კარტელური გარიგებები, აღდგება ანტიმონოპოლიური სამსახური. 

 

სტატიები
ფოტორეპორტაჟი

გამოკითხვა

რომელ კანდიდატს მისცემთ ხმას საპარლამენტო არჩევნებში?

Voted: 0

NED