ისრაელსა და ჰამასს შორის ცეცხლი არ შეწყდება

2012.11.21 ავტორი: ნიკა უხურგუნაშვილი

ისრაელის მხარე ჰამასთან ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმების მიღწევას უარყოფს. ისრაელის პრემიერ-მინისტრის ბენიამინ ნეთანიაჰუს პრეს-მდივანმა მარკ რეგევმა უარყო ინფორმაცია „ჰამასთან“ ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების გაფორმების შესახებ.

ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმების გაფორმების შესახებ გუშინ „ალ-ჯაზირამ“ და სხვა მედია საშუალებებმა გაავრცელეს.

 

ისრაელის ნაპირებთან კი სამი ამერიკული სამხედრო ხომალდი განლაგდა. აშშ მზადაა უზრუნველყოს თავისი მოქალაქეების ევაკუაცია ისრაელისა და ღაზის სექტორს შორის მიმდინარე დაპირისპირების რაიონიდან, თუ ამის საჭიროება შეიქმნება. CNN-ის ინფორმაციით აშშ-მა სამი სამხედრო გემი გაგზავნა ხმელთაშუა ზღვის აღმოსავლეთ ნაწილში.

 

ასევე CNN-ის ინფირმაციაში აღინიშნა, რომ გემები არ იქნება გამოყენებული სამხედრო ოპერაციაში მონაწილეობისათვის.

სტატიები
ფოტორეპორტაჟი

გამოკითხვა

რომელ კანდიდატს მისცემთ ხმას საპარლამენტო არჩევნებში?

Voted: 0

NED