ფოთელების აზრი კრიმინოგენურ სიტუაციაზე [Video]

2012.11.19 ავტორი: სოფო ჯალაღანია

ბოლო დროს, საინფორმაციო საშუალებებით ხშირად ვრცელდება ინფორმაცია დანაშაულებრივი ფაქტების შესახებ.

საქართველოს პარლამენტში უმცირესობა და ადგილობრივი თვითმმართველობა კრიმინოგენური სიტუაციის გაუარესებაზე სუაბრობს. Tspress-ი დაინტერესდა ქალაქ ფოთში კრიმინოგენური სიტუაციით და საკრებულოს წევრს, დარეჯან ცხვიტარიას ესაუბრა.

 

საკრებულოს წევრმა განაცხადა, რომ აღნიშნულ საკითხზე ოფიციალურ ინფორმაციას არ ფლობს, თუმცა ის ქურდობის გახშირებას ახალ ხელისუფლებას და ამ სფეროში მათ ლოიალურ პოლიტიკას უკავშირებს.


''აღარ აქვთ ამ ადამიანებს კანონის წინაშე შიში, აღარ გრძნობენ საფრთხეს და თავისუფლად მოქმედების შესაძლებლობა დაინახეს.“ – განმარტავს ცხვიტარია.

მისი თქმით, პოლიციის საქმიანობის კონტროლი მათ კომპეტენციაში არ შედის, ამიტომ რეაგირებისკენ შს მინისტრს მოუწოდებს.

ფოთის პოლიცია სტატისტიკურ მონაცემებს არ გასცემს. ფოთის პოლიციის უფროსი დიმიტრი შენგელიას განმატებით, სამინისტროსთან შეუთანხმებლად სტატისტიკური ინფორმაციის გაცემის უფლება არა აქვს.

შსს პრესსამსახურის უფროსი, ნინო გიორგობიანი ინფორაციის მოწოდებას TSpress–ს სტრუქტურის გაცნობისა და სამუშაობის გადაბარების დასრულების შემდეგ დაპირდა.

მართლაც გაიზარდა თუ არა დანაშაული არჩევნების შემდეგ და როგორ აფასებს მოსახლეობა ქალაქში არსებულ კრიმინოგენურ სიტუაციას? აღნიშნული კითხვით TSpress- მა რამდენიმე ფოთელს მიმართა.

მათი უმრავლესობა მიიჩნევს, რომ დანაშაული არ გაზრდილა და იმედი აქვთ, რომ არც შემდგომ გაიზრდება. 

''არ გამიგია არაფერი, ვერ ვხედავ ცვლილებას და ღმერთმა ნუ ქნას, რომ გაიზარდოს,'' – აღნიშნა ერთ-ერთმა მოქალაქემ.

მოსახლეობის ნაწილს კი მიაჩნია, რომ დანაშაულმა საგრძნობლად იმატა.


''გაიზარდა, მაგრამ ვის დავაბრალოთ, ამ მთავრობის ბრალი არ არის, ბანკებზე იყო თავდასხმები, რაზეც ვფიქრობთ, რომ ვიღაცის დავალებით იყო, მაგრამ ვერ გეტყვით,თუ ვისი დავალებით'' – განაცხადა გამოკითხულმა მამაკაცმა.

აღმოჩნდნენ ისეთებიც, რომლებსაც დანაშაულის გაზრდის შესახებ მხოლოდ ტელევიზიით გაუგიათ და კონკრეტულ შემთხვევას ვერ იხსენებენ. 

 

სტატიები
ფოტორეპორტაჟი

გამოკითხვა

რომელ კანდიდატს მისცემთ ხმას საპარლამენტო არჩევნებში?

Voted: 0

NED