ისრაელმა პალესტინის მიმართულებით სარაკეტო შეტევა განაახლა

2012.11.19 ავტორი: ნიკა უხურგუნაშვილი

დღეს ისრაელისა და „პალესტინის დაპირისპირების მეექვსე დღეა. კონფლიქტი ისრაელსა და „ჰამასს“ შორის 14 ნოემბერს დაიწყო, ამ დაპირისპებას გუშინდელ დღემდე 80 პალესტინელი და ისრაელის სამი მოქალაქე ემსხვერპლა. დაპირისპირებული მხარეები ცეცხლის შეწყვეტაზე კვლავ ვერ თანხმდებიან.

აშშ –ს პრეზიდენტი ბარაკ ობამა აცხადებს, რომ ისრაელს თავდაცვის სრული უფლება აქვს, თუმცა ჯობია რომ სახმელეთო ოპერაცია არ დაწყოს. ისრაელის პრემიერ-მინისტრი ბენიამინ ნათანიაჰუ კი სამხედრო ოპერაციის გაფართოებაზე საუბრობს. სამხედრო ოპერაცია ღაზაში გრძელდება და ის გაფართოვდება იმ შემთხვევაში, თუ ამის საჭიროება შეიქმნება. ამის შესახებ ისრაელის პრემიერ-მინისტრმა ბენიამინ ნათანიაჰუმ მთავრობის სხდომაზე განაცხადა. 

 

დღეს დილიდან კი ისრაელმა ისევ გახსნა ცეცხლი პალესტინის მიმართულებით. ეს დღე ამ მხრივ ყველაზე სისხლიანი აღმოჩნდა, ისრაელის სამხედრო ძალების ავიადარტყმებს ღაზის სექტორში საცხოვრებელ კვარტალში , ერთი დღის განმავლობაში 11 მშვიდობიანი მოქალაქე ემსხვერპლა. ისრაელის არმიამ შეტევა 80 სამიზნე ობიექტზე მიიტანა. განადგურებულ ობიექტებს შორისაა მიწისქვეშა გვირაბი, საიდანაც კირიატ-მახალის დაბომბვა წარმოებდა, ასევე დაიბომდა „ჰამასისა“ და „ისლამური ჯიჰადი“ საველე მეთაურების სახლები. 

 

საჰაერო დარტყმების გარდა ისრაელი ღაზას ზღვიდანაც უტევს. გუშინ ისრაელმა ტერიტორია ხომალდებიდან გაშვებული საარტილერიო ჭურვებით დაბომბა, ჰამასის მებრძოლებმა კი თელავივის მიმართულებით ორი რეაქტიული ჭურვი გაუშვეს. ისრაელის მხარემ ორივე მათგანი რაკეტსაწინააღმდეგო სისტემა „რკინის გუმბათით“ მოიგერია. 

 

ჰამასის ობიექტების გარდა ისრაელმა იერიშების მიტანა სამოქალაქო ობიექტებზეც დაიწყო, გუშინ დაბომბეს პალესტინური და უცხოური მედია-საშუალებების ოფისები, ავიაიერიშის შდეგად 8 ჟურნალისტი დაშავდა. ამასთან დაკავშირებით მსოფლიო მედიის წარმომადგენლებმა შეშფოთება გამოთქვეს. 
ჯერჯერობით უცნობია შეიჭრება თუ არა ისრაელი ღაზის სექტორში, თუმცა, მზადება უკვე შეინიშნება. რამდენიმე დღის წინ ისრაელში 75 000 რეზერვისტის მობილიზაცია გამოცხადდა. ისრაელის არმიამ კი პალესტინაში მიმავალი ყველა გზა გადაკეტა. 

 

გაერო ისრაელსა და „ჰამასს“ ცეცხლის შეწყვეტისაკენ მოუწოდებს. გაეროს მდივანი ბან კი მუნი ისრაელსა და ჰამასს მოუწოდებს დაუყოვნებლივ შეწყვიტონ ცეცხლი. უცხოური მედიის ინფორმაციით, გაეროს გენერალური მდივანი აპირებს, კაიროში გაემგზავროს, სადაც უნდა გაიმართოს მოლაპარაკებები ცეცხლის შესაძლო შეწყვეტაზე. 

 

ისრაელისა და პალესტინის დაპირისპირებამ მსოფლიოში აზრთა სხვადასხვაობა გამოიწვია. მთელი მსოფლიოს მასშტაბით სხვადასხვა ქალაქებში იმართება აქციები. არაბულენოვანი მუსლიმური სამყაროს ქვეყნებში პალესტინას უჭერენ მხარს, ხოლო ამერიკასა და ევროპულ ქვეყნებში კი ძირითადად ისრაელის პოზიციას იზიარებენ, თუმცა საწინააღმდეგო პოზიციაც შეინიშნება. გერმანიაში ერთდოულად იმართება როგორც ისრაელის, ასევე პალესტინის მხარდამჭერთა აქციები.

თბილისში კი პალესტინელი ხალხის მხარდასაჭერი აქცია იგეგმება, ამის შესახებ სიციალურ ქსელ “facebook“-ზე ანონსი გუშინ გაჩნდა. ღონისძიების გვერდზე გავცელებული მიმართვა მოსახლეობას მოუწოდებს სოლიდარობა გამოუცხადოს პალესტინელ ხალხს.

 

„ შენ თუ გაღელვებს 65 წლიანი ოკუპაცია და უდანაშაულო მოსახლეობის დაბომბვა. ადამიანების სიცოცხლე იმაზე მეტად, ვიდრე ისრაელის თავდაცვა და თელ-ავივის სამხედრერო ძლიერების ხაზგასმა. მოდი, მხარი დაუჭირე თავისუფლებას და მშვიდობას ღაზის სექტორში“- ნათქვამია განცხადებაში.

 

აქცია ისრაელის საელჩოსთან დღეს დღის სამ საათზე გაიმართება.

სტატიები
ფოტორეპორტაჟი

გამოკითხვა

რომელ კანდიდატს მისცემთ ხმას საპარლამენტო არჩევნებში?

Voted: 0

NED