ბარაკ ობამა - კიდევ ოთხი წელი... ეს მოხდა თქვენი დახმარებით, მადლობა

2012.11.07 ავტორი: TS

ამერიკაში დემოკრატები ზეიმობენ. საპრეზიდენტო არჩევნებში, ხმათა უმრავლესობით, ბარაკ ობამამ მეორე ვადით გაიმარჯვა.

ცოტა ხნის წინ, სოციალურ ქსელ "ტვიტერში" ობამამ გამოაქვეყნა განცხადება: "კიდევ ოთხი წელი... ეს მოხდა თქვენი დახმარებით, მადლობა"

 

ბოლო მონაცემებით, ამერიკის 281 საარჩევნო ოლქში ობამა ლიდერობს, მისმა კონკურენტმა მით რომნიმ მხოლოდ 203 საარჩევნო ოლქში მოიპოვა მხარდაჭერა. როგორც ცნობილია, კანდიდატის გასამარჯვებლად საკმარისი იყო 270 ოლქის მხარდაჭერა. 

 

ობამა ამერიკის 45-ე პრეზიდენტია.

 

სტატიები
ფოტორეპორტაჟი

გამოკითხვა

რომელ კანდიდატს მისცემთ ხმას საპარლამენტო არჩევნებში?

Voted: 0

NED