ვითარება ფოთის პორტში [Video]

2012.11.07 ავტორი: სოფო ჯალაღანია

ფოთის პორტიდან გასულ წელს გათავისუფლებულებმა, რომლებიც უკვე მეხუთე დღეა შიმშილობენ, ბესელიას წარმომადგენლის თხოვნით შიმშილობა შეწყვიტეს. ისინი უსაფუძვლო გათავისუფლებას აპროტესტებენ და გაფიცულ თანამშრომლებს უერთდებიან. გაფიცულებსა და მოშიმშილეებს, დღეს, ფოთის მაჟორიტარი დეპუტატი ეკა ბესელია შეხვდა. 

ბესელიამ მათ მუშა ჯგუფის შექმნა ურჩია, რომელიც შეისწავლიდა ცალკეულ შემთხვევებში მათი დათხოვნის მიზეზებს.

 

პორტის გაფიცულები დიდ იმედებს ამყარებენ ბესელიაზე, რომელიც მათ თოთოეული თანამშრომლის საქმს გადახედვას დაპირდა.

 
იმ თანამშრომლებს, რომლებიც უსაფუძვლოდ იქნენ სამსახურიდან დათხოვნილნი კომპენსაცია 1 წლის განმავლობაში ეძლეოდათ, მაგრამ, მათივე თქმით, 1 წელი 9 დეკემბერს სრულდება, რის შემდეგაც ისინი ყოველგვარი შემოსავლის გარეშე რჩებიან. მათ ამიტომაც პროტესტის ნიშნად შიმშილობა გამოაცხადეს.

 

 

ბესელია დღესვე პორტის გაფიცულ თანამშრომლებსაც შეხვდა. მისი თქმით, მათი მოთხოვნები საფუძვლიანია. ის ძალიან სერიოზულ პრობლემად დასაქმებულთა უფლებების დაცვას და შრომის კანონმდებლობის  შეცვლას მიიჩნევს

 

მან ასევე კომენტარი გააკეთა იახტკლუბის დემონტაჟზე. მისი თქმით, ის თავს მისცემს უფლებას, რომ ამ საკითხთან დაკავშირებით სპეციალური განცხადებით მიმართოს ნავსადგურის ადმინისტრაციას, რადგან საიალქნო სპორტის განადგურება დიდი დარტყმა იქნება ქალაქისთვის.


''როგორც გავიგეთ იმ კვირაში დაგეგმილია იახტკლუბის დემონტაჟი რომელიც ერთადერთია მთელ საქართველოში. მივმართეთ დასახმარებლად ეკა ბესელიას რათა შეჩერდეს ნგრევა ან გაშენდეს ალტერნატიული სკოლა,''–განაცხადა იახტკლუბის მთავარმა მწვრთნელმა, მიშა კილასონიამ.

 

სტატიები
ფოტორეპორტაჟი

გამოკითხვა

რომელ კანდიდატს მისცემთ ხმას საპარლამენტო არჩევნებში?

Voted: 0

NED