გაფიცული მუშები პორტის ხელმძღავნელთან შეთანხმებას ვერ აღწევენ [Video]

2012.11.06 ავტორი: სოფო ჯალაღანია

ფოთის პორტის გაფიცულ მუშებსა და APM–ს ახალ ხელმძღვანელობას შორის შეთანხმება ამ დრომდე ვერ შედგა.

შეხვედრაზე, რომელიც APM-ს ხელმძღვანელობასა და მუშებს შორის  გაიმართა, გადაწვეტილება არ მიღებულა და დღეს, დღის მეორე ნახევარში მოლაპარაკება კვლავ გაგრძელდება. ხელმძღვანელობა საკითხს საბჭოს წევრებთან ერთად განიხილავს და გადაწყვეტს, თუ რა მაქსიმუმის გაკეთება შეუძლიათ მათ ამ ეტაპზე.

 

''ჩვენ არ გვაქვს არარეალური მოთხოვნები. უბრალოდ, ადამიანი მონად არ უნდა იყოს ქცეული, ჩვენ ვითხოვთ მხოლოდ ჩვენს კუთვნილს და არა მათი ჯიბიდან. ეს არ არის პირველი შემთხვევა, როდესაც გვპირდებიან და არ ასრულებენ. ხალხს ამოუვიდა ყელში და ეს გახდა ამ აქციის დაწყების მიზეზი,''–განაცხადა ელგუჯა ანდღულაძემ
მუშებს იმედი აქვთ, რომ დღეს გამართულ შეხვედრაზე საბოლოოდ იქნება მიღებული მათთვის მისაღები გადაწვეტილება.

 

ფოთის პორტში გაფიცვა მეშვიდე დღეა გრძელდება. პორტის დიდი ნაწილი თითქმის ერთი კვირაა პარალიზებულია. 

 

პორტის 300-ზე მეტი მუშა მძიმე სამუშაო პირობებს, შრომით უსაფრთხოებას, ჰიგიენური ნორმების არარსებბას, დაბალ ანაზღაურებასა და სახელფასო დავალიანების მიუღებლობას აპროტესტებენ. ამავე მიზეზით ისინი პირველად 8 ოქტომბერს გაიფიცნენ. ოთხდღიანი გაფიცვის შემდეგ, ფოთის პორტის ხელმძღვანელობასა და პორტის მუშებს შორის შეთანხმება შედგა. გენერალურმა დირექტორმა, ჯოზეფ ქროულმა მუშების მოთხოვნები დააკმაყოფილაა და 7 პუნქტიან წერილობით მოთხოვნას  ხელი მოაწერა.  

 

შეთანხმების თანახმად, მუშების მოთხოვნები: ე.წ. რეზერვში მყოფ მუშების საშტატო განაკვეთში ჩასმა, ხელფასების გაზრდა და 7 თვის გაუცემელ ხელფასების დარიგება, პორტის ხელმძღვანელობას 1 ნოემბრამდე უნდა უზრუნველეყო. დირექტორი მუშებს სოციალურ–სადაზღვევო პაკეტით სარგებლობასაც დაპირდა, რომლითაც ნავსადგურის ადმინისტრაციაში დასაქმებულები სარგებლობდნენ. მუშების თქმით, ქროულიმ ისინი მოატყუა, რის გამოც აქცია 1 ნოემბერს განაახლეს.

 

ამავე თემაზე:

 

ფოთის პორტში დასაქმებულებმა გამაფრთხილებელი აქცია გამართეს


ფოთის პორტის მუშებსა და ხელმძღვანელობას შორის შეთანხმება შედგა


პროფკავშირები– ფოთის პორტში ადამიანის უფლებები ილახება [Video]


გაფიცვის გამო ფოთის პორტში სამუშაოები გაჩერებულია [Video]


ფოთის ნავსადგურის მუშები გაიფიცნენ


ფოთის პორტის მუშები სამუშაო პირობებსა და ხელფასების გაზრდას ითხოვენ[Video

 

სტატიები
ფოტორეპორტაჟი

გამოკითხვა

რომელ კანდიდატს მისცემთ ხმას საპარლამენტო არჩევნებში?

Voted: 0

NED