ფოთის პორტი მეხუთე დღეა პარალიზებულია

2012.11.05 ავტორი: სოფო ჯალაღანია

მეხუთე დღეა ფოთის პორტი პარალიზებულია. პორტის ხელმძღვანელთან მიმდინარეობსმოლაპარაკებები, თუმცა, მუშებს მისი დაპირებები არ აკმაყოფილებთ.

დაგეგმილი შეხვედრა, რომელიც  იყო 2 ნოემბერს იყო დანიშნული, შეთანხმების გარეშე დასრულდა და მუშებმა პროტესტის ნიშნად შეხვედრა დატოვეს.

 
''შეხვედრაზე ნავსადგურის ყველა დარგის წარმომადგენლები იყვნენ, დავუსვით შეკითხვა, თუ რას ფიქრობდნენ მეამწეების შესახებ. მათ გვითხრეს, რომ არაფერს, ჩვენ ავდექით,ბოდიში მოვიხადეთ და დავტოვეთ შეხვედრა,''–განაცხადა ერთერთმა თანამშრომელმა



პორტის გაფიცულ მუშებს ის თანამშრომლებიც უერთდებიან, რომლებიც რამდენიმე თვის წინ იქნენ დათხოვნილნი სამსახურიდან და ამ ხნის მანძილზე ყოველთვიურად კომპენსაციას ირებენ. ისინი თავს უსაფუძვლოდ გათავისუფლებულებად მიიჩნევენ.



''ერთ დღეს კომპანიამ უბრალოდ გადაწყვიტა, რომ ეს თანამშრომლები არ ჭირდება და უკანონოდ გამანთავისუფლა. ჩვენი მოთხოვნაა დაგვაბრუნონ სამსახურში და იყოს ნორმალური სამუშაო პირობები,''–აღნიშნა ერთ-ერთმა განთავისუფლებულმა რევაზ სეხნიაშვილმა.



დღეს მუშებთან შეხვედრაზე საზღვაო ტრანსპორტის ადმინისტრაციის დირექტორი, მამუკა ახალაძე, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის დავალებით მივიდა, რომელმაც ერთგვარი მედიატორის როლი უნდა შეარულოს პორტის მფლობელ კომპანია APM TERMINAL–სა და მუშებს შორის.



ახალაძის განცხადებით, აუცილებელია დილოგი, რადგან მხარეებმა ერთმანეთს მოუსმინონ. მისი თქმით, ის შეეცდება, რომ ეს დიალოგი აუცილებლად შედგეს


მუშები კი სამუშაოების გაგრძელებას  არ აპირებენ მანამ, სანამ მოთხოვნები სრულად არ იქნება დაკმაყოფილებული. მათი მოთხოვნებია: ხელფასების მომატება, სამუშაო პირობების შექმნა, სიცოცხლის დაზღვევა და ე.წ. რეზერვიდან შტატში აყვანა.

 

სტატიები
ფოტორეპორტაჟი

გამოკითხვა

რომელ კანდიდატს მისცემთ ხმას საპარლამენტო არჩევნებში?

Voted: 0

NED