დავით სარსანიას მხარდამჭერების ულტიმატუმი საკრებულოს [Video]

2012.11.01 ავტორი: სოფო ჯალაღანია

ფოთის საკრებულოს თავმჯდომარის, ვანო საღინაძისა და მაჟორიტარ ეკა ბესელიას შეხვედრით აქციის მონაწილეთა ნაწილი უკმაყოფილებას გამოთქვამდა. მათი განმარტებით, ქალაქის მერად საკრებულომ დავით სარსანიას კანდიდატურა უპირობოდ უნდა დაამტკიცოს. აღნიშნული მოთხოვნით, დღეს მერიის შენობის წინ სარსანიას ახლობლები და მხარდამჭერები შეიკრიბნენ. 

 

ხელისუფლებაში მოსვლის შემთხვევაში, რა სამოქმედო გეგმა აქვს სარსანიას აქციის მონაწილეებისთვის უცნობია. შეკრებილების ნაწილი მერობის კანდიდატს მხარს ახლობლობა–მეგობრობის გამო უჭერეს, ნაწილს კი მისი სამართლიანობის იმედი აქვს. 


–''კანდიდატი არის ძალიან ჭკვიანი, ნიჭიერი და პატიოსანი ადამიანი. რაც მთავარია, ის ფოთელია. ის ყველაზე მეტად გაიგებს ხალხის სატკივარს, რადგან აქაურია,''– აღნიშნავს ერთ–ერთი მონაწილე. 


–"ვოცნებობდი, რომ ესენი წასულიყვნენ და კიდე ესენი? ალბათ, გადავირევი მე კი არა მთელი ქალაქი გადაირევა. ბოლოს და ბოლოს ვარშალომძემ დატოვა ბათუმი და წავიდა და ეს არ ტოვებს? ეს როგორ შეიძლება! ფოთის მერი სარსანია უნდა გახდეს''– განაცხდა სარსანიას მხარადმჭერმა.


აქცია მერიასთან გუშინ გაიმართა. 

 

სტატიები
ფოტორეპორტაჟი

გამოკითხვა

რომელ კანდიდატს მისცემთ ხმას საპარლამენტო არჩევნებში?

Voted: 0

NED