რა მოთხოვნებს უყენებს ეკა ბესელია ფოთის საკრებულოს? [Video]

2012.10.31 ავტორი: იზა სალაყაია

ფოთის მერის დანიშვნის საკითხზე მაჟორიტარ ეკა ბესელიასა და საკრებულოს თავმჯდომარეს ვანო საღინაძეს შორის მოლაპარაკება შედგა. შეხვედრას საკრებულოს სხვა წევრებიც ესწრებოდნენ, მედიისთვის კი დახურული იყო. რა პირობები წაუყენა "ქართულმა ოცნებამ" საკრებულოს, რაზე შეთახმდნენ და რა ფორმით მოხდება მერის დანიშვნა? 

საღინაძესა და ბესელიას შორის შეხვედრა დღეს მერიის შენობის წინ გამართული აქციის შემდეგ გადაწყდა. აქციის მონაწილეები ქალაქის მერად "ქართული ოცნების" კანდიდატის, დავით სარსანიას დანიშვნას ითხოვდნენ.

 

ბესელიამ კი მოთხოვნად,   მერის თანამდებობის დასაკავებლად კონკურსის გამოცხადება და მოსახლეობაში გამოკითხვის ჩატარება დაასახელა.

 

"საკრებულოს წევრებთან საკმაოდ მწვავე საუბარი მქონდა, მე დავაყენე ჩემი პირობა, რომ გამოცხადდეს კონკურსი, დასახელებული კანდიდატებზე კი საზოგადოებაში ჩავატაროთ გამოკითხა თუ ვის უჭერენ მხარს. მათ კანონი ავალდებულებთ გადაწყვეტილების მიღებაში ხალხის ნება გაითვალისწინონს. თუ გამოკითხვის შედეგებით საზოგადოების ნდობა "ნაცმოძრაობის" კანდიდატმა მოიპოვა, მაშინ ის უნდა გახდეს ქალაქის მერი" – განმარტა შეხვედრის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებთან საუბრისას ბესელიამ.

 

ვინ ჩაატარებს და რა ფორმით მოხდება მოსახლეობის გამოკითხვა? ამ საკითხზე მსჯელობა შეხვედრაზე არ ყოფილა. კონკურსის ჩატრების შესახებ თანხმობა საკრებულოს ჯერ არ მიუცია. 

"ყველაფერი ორგანული კანონის შესაბამისად იქნება"– მხოლოდ ეს  განმარტა საღინაძემ

შეთანხმებისამებრ, ოფიციალური გადაწყვეტილება საკრებულოს თავმჯდომარემ 4ნოემბერამდე უნდა მიიღოს.

 

მერის დანიშვნის საკითხზე  მოლაპარაკება ბესელიასა და საღინაძეს შორის  არჩევნების დასრულების შემდეგ მალევე დაიწყო, მათ შორის  აღნიშნულ საკითხზე მოლაპარაკება გუშინაც შედგა.

 

TSpress- ის ინფორმაციით,  მერის მოვალოების შემსრულებლის დავით ხომერიკის მერად  არდანიშვნაზე დირექტივა საღინაძემ ბესელიასგან მიიღო.

 

კოალიციის წარმომადგენლები პირად საუბარში აღნიშნავენ, რომ კონკურსის ჩატარება და საზოგადოების გამოკითხვა ფორმალობაა და ბესელია  დავით სარსანიას ლობირებს.

 

ამავე თემაზე:

 

ეკა ბესელია – სამართლიანი იქნება თუ ფოთის საკრებულო მერად "ქართული ოცნების" კანდიდატს დანიშნავს [Video]


ფოთის საკრებულოს თავმჯდომარე - "ქართული ოცნება" საკრებულოზე ზეწოლას ახორციელებს


ფოთის მერიასთან აქცია მიმდინარეობს


ფოთის მერობის პოსტზე შესაძლოა კონკურსი არ გამოცხადდეს


ფოთის მერობის სავარაუდო კანდიდატები




 

სტატიები
ფოტორეპორტაჟი

გამოკითხვა

რომელ კანდიდატს მისცემთ ხმას საპარლამენტო არჩევნებში?

Voted: 0

NED