ფოთის საკრებულოს თავმჯდომარე - "ქართული ოცნება" საკრებულოზე ზეწოლას ახორციელებს

2012.10.31 ავტორი: იზა სალაყაია

ფოთის საკრებულოს თავმჯდომარის, ვანო საღინაძის განცხადებით, ადმინისტრაციული შენობის წინ მიმდინარე აქცია, საკრებულოზე განხორციელებული ზეწოლაა.

"ისინი მერად დავით სარსანიას უპირობო დანიშვნას ითხოვენ. არც პროგრამას გვთავაზობენ, რომ საკრებულომ განიხილოს და იმსჯელოს მის კანდიდატურაზე, რაც პირდაპირი ზეწოლაა,"-აცხადებს საღინაძე.

 

შეგახსენებთ, რომ ამ წუთებში, მერის დანიშვნის მოთხოვნით ფოთის მერიასთან "ქართული ოცნების" ფოთის შტაბის წევრის, დავით სარსანიას მხარდამჭერების აქცია მიმდინარეობს.

 

ფოთის მერის პოსტი 7 აგვისტოდან, ვახტანგ ლემონჯავას გადაგდომის შემდეგ ვაკანტურია.

 

 

სტატიები
ფოტორეპორტაჟი

გამოკითხვა

რომელ კანდიდატს მისცემთ ხმას საპარლამენტო არჩევნებში?

Voted: 0

NED