ფოთის მერიასთან აქცია მიმდინარეობს

2012.10.31 ავტორი: იზა სალაყაია

ამ წუთებში, ფოთში მერიის შენობის წინ, "ქართული ოცნების" 30-ზე მეტი მხარდამჭერი აქციას მართავს. ისინი საკრებულოს მერის ვაკანტურ თანამდბობაზე კონკურსის გამოცხადებასა და მერად "ქართული ოცნების" კანდიდატის არჩევას ითხოვენ.

აქციის ორგანიზატორი "ქართული ოცნების" მხარდამჭერი და ბესელიას საარჩევნო შტაბის წევრი დავით სარსანიაა. ის დასახელებულ კანდიდატთაგან ერთ-ერთია. აქციაში, ძირითადად, მისი ახლობლები და მხარდამჭერები მონაწილეობენ. ბესელიას შტაბის სხვა წარმომადგენლები აქციაზე არ მისულან.

 

აქციის ერთ-ერთი მონაწილის განცხადებით, არჩევნებში დამარცხებული "ნაციონალური მოძრაობის" კანდიდატი, მერად არ უნდა დაინიშნოს. შეკრებილები საკრებულოს გადაწყვეტილების მიღებაში ხალხის ნების გათვალსწინებას მოითხოვენ.

 

ამ დროსითვის, აქციის მონაწილეებს მერიიდან არავინ გამოხმაურებია. აქციის მონაწილეები ფოთის მაჟორიტარი დეპუტატის, ეკა ბესელიას მისვლასაც ითხოვენ. 

 

"ქალაქი ხელისუფლების გარეშეა დარჩენილი, არ გვყავს მერი. საკრებულოს თავმჯდომარე ჯერ არ გამოჩენილა, მაჟორიტარი მაინც მოვიდეს, რომელისაც ხალხმა ნდობა გამოუცხადა,"- აცხადებს აქციის მონაწილე, ლუარა ჯახია.

 

გუშინ გავრცელებული ინფორმაციით, ფოთის მერის ვაკანტურ პოსტზე საკრებულო ვაკანსიის გამოცხადებას არ აპირებს. 

სტატიები
ფოტორეპორტაჟი

გამოკითხვა

რომელ კანდიდატს მისცემთ ხმას საპარლამენტო არჩევნებში?

Voted: 0

NED