ფოთის პორტში დასაქმებულებმა გამაფრთხილებელი აქცია გამართეს

2012.10.25 ავტორი: TS

ფოთის პორტის 200 მდე მუშა–ხელმა გამაფრთხილებელი აქცია გამართა და ხელმძღვანელობას შეთანხმების 7პუნქტიანი პირობა შეახსენა. მოთხოვნის  1ნოემბრამდე შესურულებლობის შემთხვევაში ისინი ფართომასშტაბიანი აქციების გამართვას გეგმავენ. 

დღევანდელ აქციას, ორგანიზებას ახლადშექმნილი პროფესიული კავშირების გაერთიანება უწევდა, რომელიც რამდენიმე დღის წინ ნავსადგურის მუშა-მოსამსახურეებით დაკომპლექტდა.

 

ფოთის პორტის 200 მდე მუშა მძიმე სამუშაო პირობების, შრომით უსაფრთხოების, ჰიგიენური ნორმების, დაბალ ანაზღაურებისა და სახელფასო დავალიანების მიზეზით 8 ოქტომბერს გაიფიცნენ.  გაფიცული მუშების გამო პორტში სამუშაოების ნაწილი შეჩერებული იყო.

 

ოთხდღიანი გაფიცვის შემდეგ ფოთის პორტის ხელმძღვანელობასა და პორტის მუშებს შორის შეთანხმება შედგა. გენერალურმა დირექტორმა, ჯოზეფ ქროულმა მუშების მოთხოვნები დააკმაყოფილაა და 7 პუნქტიან წერილობით მოთხოვნას  ხელი მოაწერა.  

 

შეთანმხების თანახმად, 1ნოემბრამდე პორტმა უნდა უზრუნველყოს ე.წ. რეზერვში მყოფ მუშების საშტატო განაკვეთში ჩასმა,  ხელფასების გაზრდა და 7თვის გაუცემელ ხელფასების დარიგება, რომელიც მუშებს დამატებითი სამუშაოს შესრულებისთვის უნდა მიეღოთ.

 

პირობის თანახმად ხელმძღვანელობამ მუშები  ასევე უნდა უზრუნველყოს ყველა იმ სოციალურ–სადაზღვევო პირობითა და პაკეტით, რითაც აქამდე სხვა თანამშრომლები სარგებლობდნენ.

 

ამავე თემაზე:


ფოთის პორტის მუშებსა და ხელმძღვანელობას შორის შეთანხმება შედგა


პროფკავშირები– ფოთის პორტში ადამიანის უფლებები ილახება [Video]


გაფიცვის გამო ფოთის პორტში სამუშაოები გაჩერებულია [Video]


ფოთის ნავსადგურის მუშები გაიფიცნენ


ფოთის პორტის მუშები სამუშაო პირობებსა და ხელფასების გაზრდას ითხოვენ[Video

სტატიები
ფოტორეპორტაჟი

გამოკითხვა

რომელ კანდიდატს მისცემთ ხმას საპარლამენტო არჩევნებში?

Voted: 0

NED