ნოდარ ხადური– ხაზინაში 2 მილიარდი კი არა - 200 მილიონი ლარია

2012.10.24 ავტორი: TS

"ხაზინაში არის ორასი მილიონი ლარი. არანაირი ორი მილიარდი ხაზინაში არაა"– განაცხადა ფინანსთა მინისტრობის კანდიდატმა, ნოდარ ხადურმა. 

ნოდარ ხადური

ნოდარ ხადური

ხადურის განმარტებით, ხაზინაში არაა იმდენი რესურსი, რამდენსაც მოქმედი ხელისუფლება ასახელებს.

 

"ნაციონალური მოძრაობის" წევრის, გოკა გაბაშვილის განცხადებით, ახალი მთავრობის მიერ გაცხადებული დაპირებების, თავად მინისტრებსაც არ სჯერათ. 

 

-"ბატონ ხადურს სიცილად არ ეყო საუბარი იმის შესახებ, რომ პირველი სამი წელი ხვნა -თესვა, მიწის დამუშავება და პროდუქტის ბაზრამდე მიტანა, უფასო იქნება. მან იცის, რომ ეს არარეალისტურია", - თქვა გაბაშვილმა პარლამენტის დღევანდელ სხდომაზე.

 

ხადურის განცხადებით, საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის სხდომაზე მან განმარტა, რომ სოფლის მეურნეობაში დაფინანსება ბიუჯეტიდანაც გაიზრდება და იქნება კერძო ინვესტიციებიც.  

 

შეგახსენებთ, რომ "ნაციონალური მოძრაობის" გენერალურმა მდივანმა, პრემიერმა ვანო მერაბიშვილმა განაცხადა, 2012 წლის 2 ოქტომბრის მონაცემებით, სახელმწიფოს ანგარიშებზე არსებული თანხების მოცულობა 2 მილიარდ ლარზე მეტია.

 

მისი ინფორმაციით, სახელმწიფო ხაზინის ანგარიშზე 920 მლნ  ლარი, ადგილობრივი თვიმმართველი ერთეულების ანგარიშზე – 200 მლნ  ლარი, საჯარო სამართლის იურიდიული პირების ანგარიშზე –320 მლნ ლარი,  სახელმწიფო საწარმოების დეპოზიტებზე კი, 587 მლნ ლარია განთავსებული.

 

სახელმწიფო ხაზინაში არსებული ფინანსურ რესურსისა და სავალუტო რეზერვის ოდენობით მერაბიშვილი 8 სექტემბერს დაინტერესდა. ფინანსთა მინისტრ დიმიტრი გვინდაძესთან შეხვედრისას მან სახელმწიფო ანგარიშებზე თანხის ნაღდი და სავალუტო რეზერვის ოდენობაზე ისაუბრა. 

სტატიები
ფოტორეპორტაჟი

გამოკითხვა

რომელ კანდიდატს მისცემთ ხმას საპარლამენტო არჩევნებში?

Voted: 0

NED