ფოთის მერობის სავარაუდო კანდიდატები

2012.10.23 ავტორი: იზა სალაყაია

ფოთის მერის ვაკანტურ თანამდებობაზე "ქართული ოცნება" და "ნაციონალური მოძრაობა" საკუთარ კანდიდატებს ასახელებენ. ვინ არიან ფოთის მერობის კანდიდატები, რა სამუშაო გამოცდილება აქვთ და რა არის მათი პრიორიტეტი? 

საჯარო სამსახურის შესახებ კანონის თანახმად, მერის თანამდებობის დაკავებისთვის მერიამ კონკურსი უნდა გამოაცხადოს. კონკურსში მოანწილეობა ნებისმიერ პირს შეუძლია. კანდიდატი საკრებულომ უნდა აირჩიოს.

 

"ქართულ ოცნებას" და "ნაციონალურ მოძრაობას" საკუთარი კანდიდატები შერჩეული ყავთ, თუმცა ოფიციალურად ჯერ არც ერთი არ დასახელებულა.

 

რამდენიმე დღის წინ, ფოთის მაჟრიტარ დეპუტატ ეკა ბესელიასთან შეხვედრისას კოალიციის ადგილობრივი ორგანიზაციის წევრებმა სავარაუდო კანდიდატები დაასახელეს. შეხვედრაზე დაისვა კითხვა: ვის სურდა ფოთის მერობა და სხვებისთვის ვისი კანდიდატი იყო მისაღები, რამაც ერთგვარი დაპირისპირებაც გამოიწვია.

 

ბესელიას მტკიცებით, არსებული კანდიდატების შესახებ საზოგადოების გამოკითხვას ჩაატარებენ და მათი აზრის გათვალისწინებით შეჯერდებიან ერთ სასურველ კანდიატზე, რომელსაც ასარჩევად საკრებულოს წარუდგენენ.

 

საკრებულოს თავმჯდომარე ვანო საღინაძე განმარტავს, რომ საკრებულოს შეუძლია მერის პოსტზე მისი მოვალეობის შემსრულებელი პირდაპირ აირჩიოს/დანიშნოს. 

 

TSpress- ის ინფორმაციით, საღინაძე და ბესელია იმაზე შეთანხმდნენ, რომ კანდიდატი ორივე პოლიტიკური ძალისთვის მისაღები უნდა იყოს.  

 

-"მე პირადად კანდიდატი არ მყავს. მხარს დავუჭერ იმას, ვინც ფოთელებისთვის იქნება მისაღები. ამაზე უნდა დაიწყოს მსჯელობა-დებატები, სადაც კანდიდატები გამოვლენ და ისაუბრებენ. კარგი იქნება, თუკი მედიასაშუალებებიც ჩაერთვებიან ამაში. უნდა ჩატარდეს რაღაც ფორმით გამოკითხვა მოსახლეობაში და ისე უნდა შეირჩეს კანდიდატურა, რომ ის მოსახლეობისთვის მისაღები იყოს,"- აცხადებს ბესელია. მისივე თქმით, მერობის აუცილებელ პირობას პარტიულობა არ წარმოადგენს.

 


                                 მერობის სავარაუდო კანდიდატები "ქართული ოცნებიდან"

 

დავით სარსანია

დავით სარსანია

დავით სარსანია

 

ფოთის მერის თანამდებობაზე განიხილება "ეროვნული ფორუმის" ადგილობრივი ორგანიზაციის წარმომადგენელი, კუდ–ის ყოფილი უფროსი 42 წლის დავით სარსანიას კანდიდატურა.

 

კოალიციის წარმომადგენლები პირად საუბარში აღნიშნავენ, რომ ბესელიას კანდიდატურაა და თავად უწევს ლობირებას.

 

მერის კანდიდატად წარდგენამდე სარსანია შსს სამინისტროში, ასევე სამხარეო და ადგილობირვ სამართალდამცავ უწყებებში ერთ–ერთ ხელმძღვანელ თანამდებობაზე მოიაზრებოდა. აღნიშნულს TSpress-თან საუბრისას თავად უარყოფს, თუმცა განმარტავს, რომ დასავლეთ საქართველოში ძალოვან უწყებებში მუშაობაზე უარი თავად განაცხადა.

 

მისი თქმით, მერად მოსვლის შემთხვევაში, მთავარი მმართველობის ფორმის შეცვლა და რეალური თვითმმართველობის საქმიანობის განხორციელებაა, თუმცა დამოუკიდებელი მმართველობის შემთხვევაში, რა იქნება კონკრეტული პრიორიტეტი, რითი დაიწყებს მუშაობას, ჯერ გადაწყვეტილი არა აქვს. 

 

სარსანია ადგილობრივ  ხელისუფლებაში მოსვლას, საკუთარი გუნდით აპირებს და საკადრო ცვლილებებს არ გამორიცხავს. ახალი თანამშრომელთა მისაღებად საჯარო სამსახურებში კონკურსის გამოცხადების გადაწყვეტილებაზე ჯერ არ ფიქრობს.

 

"ხელისუფლების შეცვლას ყოველთვის მოყვება სხვადასხვა სამსახურების ხელმძღვანელებისა და თანამშრომლების შეცვლა,  ჩვენც გვყავს ბევრი პროფესიონალი კადრი, მერე ვნახოთ კონკურსი თუ დაგვჭირდება, ჯერ ყველაფერი წინაა,"– განაცხადა TSpress- თან საუბრისას სარსანიამ.

 

მისი თქმით, ქალაქის მართვისთვის საკმაოდ დიდი გამოცდილება და საჭირო რესურსი აქვს.

 

სარსანია "ეროვნული ფორუმის" ფოთის ორგანიზაციის თავმჯდომარე 2008 წელს გახდა. ამ წლებში გაკეთებული კონკრეტული საქმე არ ახსენდება. მისი თქმით, ამ ხნის განმავლობაში ტირანიის წინააღმდეგ იბრძოდა და ამ მუშაობის შედეგად მიიჩნევს არჩევნების შედეგებს. 

 

"არიან ადამაანები, ვინც მთელი ცხოვრება უსამართლობის წინააღმდეგ იბრძოდნენ, მე კი ამას ვახორციელებდი... სწორედ ეს გახდა მიზეზი ჩემი ძალოვნებიდან წამოსვლის, რაც მათ არ აწყობდათ."– განმარტავს სარსანია. 

 

ფორუმამდე 2006–2007 წწ სარსანია კონსტიტუციური უსაფრთხოების ფოთის სამსახურს ხელმძღვანელობდა, მანამდე კი 2004–2006წწ სამეგრელო– ზემო სვანეთის რეგიონული სამმართველოს უფროსი იყო. მისი თქმით, სტრუქტურიდან ხელმძღვანელობასთან არსებული დაპირისპირების გამო წამოვიდა. ოფიციალური ინფორმაციით, ის გაათავისუფლეს. 

 

1994-2004 წწ. ის შსს-ს კორუფციასთან და ეკონომიკური დანაშაულის წინააღმდე ბრძოლის მთავარ სამმართველოში განსაკუთრებით მნიშვნელოვან საქმეთა გამომძიებლად მუშაობდა. 

 

სარსანიამ 2000 წწ დაამთავრა შინაგან საქმეთა სამინისტროს პოლიციის აკადემია, ამავე წელს, იუსტიციის სამინისტროს მიერ მინიჭებული მაქვს პროკურორისა და მოსამართლის სამუშაო ლიცენზია.


                                                ბესიკ ჯოჯუა

 

ბესიკ ჯოჯუა

ბესიკ ჯოჯუა

მერის პოსტზე საკუთარ კანდიდატურას ასახელებს ბესიკ ჯოჯუა. მას საჯარო და კომერციულ დაწესებულებებში მუშაობის 15-წლიანი გამცდილება აქვს. 

 

მისი თქმით, მერად მოსვლის შემთხვევაში, სამოქმედო გეგმასა და პრიორიტეტებს საზოგადოების გამოკითხვის შედეგად განსაზღვრავს. ამბობს, რომ ახალ ხელისუფლებას წინა მმართველებისგან გამოარჩევს ის, რომ ხალხის ნების გამომხატველი იქნება. 

 

 „ქართული ოცნებაში" გაწევრიანებამდე 2010 წელს ჯოჯუა "თიბისი ბანკში" მუშაობდა, წამოსვლის მიზეზი ხელშეკრულების ვადის ამოწურვა გახდა. 

 

1996 -1999 წწ კონტროლის პალატის სარევიზიო ჯგუფის ინსპექტორი, 1995 - 1996 წწ კი, ცენტრის უბნის მუნიციპალიტეტში, ხოლო 1999 - 2010 წწ  ფოთის პორტში სხვადასხვა თანამდებობებზე  მუშაობდა. იყო  შესყიდვების დეპარტამენტის დირექტორი, სატენდერო კომისიის მთავარი სპეციალისტი და ა.შ. ასევე მერის სახელმწიფო შესყიდვების, ზედამხედველობისა  და კოორდინაციის სამსახურის უფროსი. 

 

2010 წელს, კონსტიტუციური დეპარტამენტმა კომერციული მოსყიდვის ქრთამის აღების/შეთავაზების ბრალდებით დააკავა და 50-ათასი ლარის ჯარიმის დაკისრების შემდეგ, 3-წლიანი პრობითი მსჯავრით  გაათავისუფლა.

 

ჯოჯუას განცხადებით საქმე "შეთითხნილი" იყო და მის "გაფუჭებას" ემსახურებოდა. "გაფუჭების" მოტივაციას ის არ აკონკრეტებს.

 

"ახალაიას და თოფურიძის უწყებამ შეთითხნეს საქმე, ვითომ არსებობდა ორი ადამიანის საუბარის ჩანაწერი, რომ თითქოს ვიღაცები საუბობდნენ, როგორ უნდა შემოეთავაზებინათ ჩემთვის ქრთამი. პორტი აცახდებდა, რომ საქმე არ განხორციელებულა, ანუ მე კომერციული მოსყიდვა რეალურად არ ჩამიდენია და მათ ზარალი არ მიყენებიათ, მაგრამ ამის მიუხედავად მაინც გამასამართლეს,"– განმარატვს ჯოჯუა. 

 

მისი თქმით, კერძო კომპანიის მიუხედავად, პორტს რეალურად ხელისუფლებისა და ახალაიების კლანი მართავდა, თუმცა მას წინა ხელისუფლების პირობებში არ განუცხადებია. უდანაშაულობისა და მიყენებული ზიანის მოთხოვნით, ის სასამართლოსთვის მიმართვას გეგმავს.

 

პორტში მუშაობის პერიოდში ჯოჯუას მედიასთან ურთიერთობის ცუდი გამოცდილება აქვს. 2006 წელს, გაზეთ "თავისუფლა სიტყვაში" გასული ინტერვიუს გამო მან ჟურნალისტი, ნინო თუნთია, რომელიც მის კერძო სახლში ქირით ცხოვრობდა, გამოასახლა. ჯოჯუას დედამ, ნაირა ჯოჯუამ ჟურნალისტის მშობლებს გასახლების მიზეზად, სწორედ აღნიშნულ ინტერვიუში "ბესიკოს მეგობრებისთვის" დასმული კრიტიკული კითხვები დაუსახელა და სახლის ერთ დღეში დაცლა მოთხოვა. ინტერვიუ ჩაწერილი იყო პორტის მაშინდელ უფროსთან, ლაშა ახალაძესთან, რომლის მოადგილედ იმ პერიოდში ჯოჯუა მუშაობდა. აღნიშნულით იმ დროს სახალხო დამცველის აპარატიც დაინტერესდა, რაც შემდეგ, როგორც მედიაზე ზეწოლის ფაქტი, მის ანგარიშშიც აისახა.

 

მომხდარს ჯოჯუა, ჟურნალისტის საქმიანობას არ უკავშირებს და განმარტავს, რომ  საკუთარი "ფინანსური ინტერესებიდან" გამომდინარე მიიღი აღნიშნული გადაწყვეტილება. მისი თქმით, მერად მოსვლის შემთხვევაში, მედიასთან მჭიდრო ურთიერთობას გეგმავს. 

 

პორტში მუშაობის პარალელურად, ის გასულ არჩევნებში საუბნო კომისიის თავმჯდომარ იყო. ოპოზიცია და არასამთავრობოები მაშინ ჯოჯუას გაყალბებაში თანამონაწილეობას ედავებოდნენ.

 

 

                                                                                ზურაბ ფაჩულია


ზურაბ ფაჩულია

41 წლის პროფესიით ეკონომისტ ზურაბ ფაჩულიას განცხადებით, მერის პოსტზე საკუთარ კანდიდატურას არ წარადგენს. სურვილის მიუხედავად, მან აღნიშნული გადაწყვეტილება მიიღო, თუმცა მერად მოსვლის შემთხვევაში, გასაკეთებელ საქმეებზე მაინც საუბრობს.

 

მისი თქმით, პრიორიტეტი დასაქმება,  ჯანადცვის საკითხების გაუმჯობესება და მცირე ბიზნესის ხელშეწყობა იქნება. აცხადებს, რომ აღნიშნული საკითხების გადაწყვეტა მერის კომპეტენციაში შედის.

 

ფაჩულიას განმარტებით, ფოთის საავადმყოფო სავალალო დგომარეობაში და ჯანდაცვის ინფრასტრუქტურა მხოლოდ შეღებილი ფასადებით შემოიფარგლება. მისი თქმით, პრიორიტეტული საავადმყოფოს აპარატურით აღჭურვა იქნება.

ამბობს, რომ მერმა ხელი უნდა შეუწყოს მცირე ბიზნესის განვითარებას და უკანონო დაჯარიმება– შევიწროების უფლება არავის მისცეს. ის მეწარმის წახალისებისა და თავისუფლად მოქმედების პროექტების განხორციელებაზეც საუბრობს.

 

მას მიაჩნია, რომ საკუთარი სამუშაო გამოცდილების გათვალსიწინებით, კარგი მმართველი იქნება. 

 

ფაჩულიას საერთაშორისო ეკონომიკურ ურთიერთობებში მაგისტრის წოდება აქვს, მან თსუ –ს საერთაშორისო ბიზნესის ფაკულტეტი 1998 წელს დაამთავრა. ფაჩულიას კერძო კომპანიებში გამოცდილება აქვს.

 

2006–2010 წწ მუშაობდა ფოთის საზღვაო ნავსადგურის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსად, მანამდე კი, 2000_2005 წწ თბილისში სახელმწიფო სამსახურის მართვისა და მოსამსახურეთა მომზადების, გადამზადებისა და კვალიფიკაციის ამაღლების ცენტრის, სამეცნიერო მეთოდური განყოფილების უფროსი იყო.

2000 წელს მუშაობდა მედიაჰოლდინგ „არგოს“ მთავარი რედაქტორის მოადგილის პოსტზე.

 

1997_1998წწ იყო შპს „ქეი– ჯი –იუნით“ კომერციული დირექტორი, 1998_2000წწ – შპს „კონსალტინგი და პუბლიკაციის ცენტრში"  ჟურნალ „მაკრო–მიკრო ეკონომიკა“– საინფორმაციო ანალიტიკური სამსახურის უფროსი.  95–97წწ  სახელმწიფო სამრეწველო საწარმო „პლაზმას“ ეკონომისტი იყო, 1991-1995წწ კი ფოთის საზღვაო ნავსადგურში მეზღვაურად მუშაობდა.

 

ფაჩულია ქართულ– ინგლისურენოვანი გაზეთების: “Poti Buziness News”  და “Caucasus Buziness News”-ის, ასევე ფოთისა და ხობის ეპარქიის გაზეთების გამომცემელი და მთავარი რედაქტორი იყო. 

 

                                      გაიოზ ქინქლაძე

გაიოზ ქინქლაძე

გაიოზ ქინქლაძე

 

მერობის სურვილი აქვს "რესპუბლიკური პარტიის" ფოთის ორგანიზაციის თავმჯდომარეს გაიოზ ქინქლაძესაც. 

 

მისი თქმით, ხელისუფლებაში მოსვლის შემთხვევაში, აპირებს ელიტარული მართვა  შეცვალოს. პრიოროტეტად მიაჩნია ქალაქის სოციალურ–ეკონომიკური განვითარების გეგმის არსებობა და მისი შესრულება.

 

განვლილ პოლიტიკური საქმიანობის წარმატებულ საქმეებზეც საუბრობს. აღნიშნავს, რომ 2002 წელს მერის არჩევითი წესის შემოღების და კანონში ცვლილების შეტანის მოთხოვნით, მისი ინციატივით ფოთელების ხელმოწერები შეგროვდა, საკითხი მაშინ ოპოზიციაში მყოფმა "ნაციონალებმა" პარლამენტის სხდომაზე გაიტანეს, თუმცა უმრავლესობმ მხარი არ დაუჭირა. 

 

ქინქლაძის თქმით, ასევე მისი წვლილია ფოთში 9 აპრილის მემორალისა და ქალაქის შემოსასვლელში სამოქალაქო ომში დაღუპულთა ობელისკის დადგმაში.

 

ქინქლაძე "რესპუბლიკელების" ფოთის ორგანიზაციის თავმჯდომარე 2008 წლიდანაა. 2005–2007 წწ. "ნაციონალურ" მთავრობაში ის თვითმმართველობის საკითხებში ფოთის მერის თანაშემწე იყო.

 

2001 წელს "ნაციონალური მოძრაობის" ფოთის ორგანიზაციის დამფუძნებელი  და თავმჯდმარე იყო, 2000–2002წწ საკრებულოს წევრი.

 

1998 წელს იყო "მოქალაქეთა კავშირის" წევრი, რომელიც იმავე წელს დატოვა, უფრო ადრე კი, 1996–1998 წწ ფოთის სათათბიროს მდივანი იყო.  

 

ფრიდონ კვარაცხელია

 

ფრიდონ კვარაცხელია

ფრიდონ კვარაცხელია

"ქართული ოცნების" ადგილობრივი ორგანიზაციის თავმჯდომარე ფრიდონ კვარაცხელიას განცხადებით, მერობის კანდიდატურაზე საბოლოო გადაწყვეტილება ჯერ არ მიუღია. 

 

პროფესიით ექიმი ფრიდონ კავარცხელია 1983– 2012წწ ფოთის პირველ პოლიკლინიკაში კარდიოლოგად მუშაობდა, 90-იან წლებში იყო "ედპ"–ს წევრი. 

 

                                                               








 

                                                                  "ნაციონალების" კანდიდატი - დავით ხომერიკი


"

დავით ხომერიკი

დავით ხომერიკი

ნაციონალური მოძრაობის" ადგილობრივი ორგანიზაციისა და ფოთის საკრებულოს თავმჯდომარის, ვანო საღინაძეს განცხადებით, მერობის პოსტზე მათთვის მისაღები დავით ხომერიკის კანდიდატურაა. 

ყოფილი მერის, ვახტანგ ლემონჯავას თანამდებობიდან წასვლის შემდეგ, ხომერიკი მერის მოვალეობის შემსრულებელია. ხომერიკის კანდიდატურა მერობაზე თავიდანვე განიხილებოდა, რასაც თავად არ დათანხმდა. სურვილის მიუხედავად, მას კანონის თანახმად, მერის საქმიანობის შესრულება მოუწია. 

 

ხომერიკი 2010 წლიდან მერის მერის მოადგილე იყო.

 

ამავე წელს თვითმმართველობის არჩევნების შემდეგ, საკრებულოში "ნაციონალური მოძრაობის" სახელით, მალთაყვის უბნის მაჟორიტარ დეპუატატად შევიდა, თუმცა შემდეგ ის დატოვა. 

2006–2010წწ იყო საკრებულოს წევრი,  საბიუჯეტო და დარგობრივი ეკონომიკის საკითხთა კომისიის თავმჯდომარე. 

 

2001-2005წწ. მუშაობდა შპს „მერიდიანში“ დირექტორის მოადგილედ, 1996-2001 სატრანსპორტო კომპანია „ექსიმ-ტკ“, დირექტორის მოადგილედ, 1993-1996 ფოთის საზღვაო ნავსადგურში, კომერციულ რევიზორად. 

 

შგახსენებთ, რომ ფოთის მერის თანამდებობა ვაკანტური, ვახტანგ ლემონჯავას წასვლის შემდეგ, 7 აგვისტოს გახდა. ფოთი საკრებულომ, მოქმედი კანონმდებლობით, ქალაქის მერი სამი თვის ვადაში, ანუ 7 ნოემბრამდე უნდა დაამტკიცოს.

 

 

სტატიები
ფოტორეპორტაჟი

გამოკითხვა

რომელ კანდიდატს მისცემთ ხმას საპარლამენტო არჩევნებში?

Voted: 0

NED