კალაძეს შესაძლოა მინისტრობაზე უარის თქმა მოუხდეს

2012.10.22 ავტორი: ელისო ჯანაშია

კოალიციიდან ენერგეტიკის მინისტრად წარდგენილ კახი კალაძეს, აღნიშნულ სფეროში არსებული ბიზნესინტერესების გამო, შესაძლოა, პოსტზე უარის თქმა მოუხდეს. კანონმდებლობა გათვალისწინებით, შეწყვეტს თუ არა კალაძე შეუთავსებელ საქმიანობას, უცნობია. წინააღმდეგ შემთხვევაში, აღნიშნული კანონდარღვევა მისი თანამდებობიდან მოხსნას ითვალისწინებს.

საქმე იმაშია, რომ ენერგეტიკის მინისტრად დასახელებული კახი კალაძე სს "საქჰდროენერგომშენის" წილის მფლობელი აღმოჩნდა, რის შესახებაც მას წარდგენისას არ განუცხადებია.

 

კალაძის კვიპროსზე რეგისტრირებული კომპანია KALA CAPITAL LIMITED- არის საქართველოში რეგისტრირებული შპს "კალა კაპიტალის" მთლიანი წილის მფლობელი, ეს უკანასკნელი კომპანია კი "საქჰიდროენერგომშენის"  45 %-ს ფლობს. "კალა კაპიტალს" ეკუთვნის ასევე კომპანიები: "კალა ენერჯი ენდ ნეჩურალ რესურსი" და "კალა  იმპექსი."

 

თავის მხრივ, KALA CAP ITAL LIMITED-ისა და შპს "კალა კაპიტალს"  სამი სამეთვალყურეო საბჭოს წევრი ყავს: კახა კალაძე, ილია კეჭაყმაძე და გია ქავთარაძე. ილია კეჭაყმაძეა შპს "კალა კაპიტალისა" და და შპს  "კალა იმპექსის" დირექტორი.

 

"საერთაშორის გამჭვირვალობა საქართველოს" მიერ გამოქვეყნებული ინფორმაციით, "ის რესპუბლიკურ პარტიას, კონსერვატიულ პარტიასა და ხალხის პარტიას რამდენიმე შემომწირველი იურიდიული პირი საერთო ჰყავს. როგორც საჯარორეესტრის ამონაწერებიდან ირკვევა, რამდენიმე იურიდიულ პირს საერთო მეწილე ან ხელმძღვანელობაზე უფლებამოსილი პირი ჰყავს. მაგალითად შპს „კალა კაპიტალის“ დირექტორი და შპს „კოლხეთის“ დამფუძნებელი იურიდიული პირის (სს „კალა დეველოპმენტის“) დირექტორი ერთი და იგივე ფიზიკური პირი– ილია კეჭაყმაძეა,"- წერია ანგარიშში.

 

კალაძის მეორე პარტნიორი ცესკოს ყოფილი თავმჯდომარე და იუსტიციის ექს-მინისტრი გია ქავთარაძეა. მედიაში გავრცელებული დაუდასტურებელი ინფორმაციით, ის კალაძის მოადგილედ ინიშნებ.

 

სს“საქჰიდროენერგომშენი”, ჯამში 2254 მგვტ სიმძლავრის 18 ჰიდროელექტროსადგურს, და 4324 მგვტ სიმძლავრის 3 თბოელექტროსადგურს აერთიანებს.

 

არასამთავრობო ორგანიზაცია "მწვანე ალტერნატივას" წარმომადგენელი, მანანა ქოჩლაძე, რომელმაც კალაძის ინტერესთა შეუთავსებლობის შესახებ ინფრომაცია  სოციალურ ქსელებში წუხელ განათავსა, ინტერესდება თუ როგორ მოხდება აღნიშნული ინტერესთა კონფლიქტის დარეგულირება და რატომ არ განაცხადა კალაძემ წარდგენისას ამის შესახებ, ისევე, როგორც ეს ამირან გამყრელიძემ გააკეთა. 

 

"ახლა დგება საკითხი, გუშინ ჩვენ ეს რომ არ აღმოგვეჩინა, აპირებდათუ არა ბატონი კალაძე განეცხადებინა, რომ მას გააჩნია ინტერესთა კონფლიქტი ამ სფეროში თუ არა სწორედ ეს არის საინტერესო. რაც შეეხება ქავთარაძეს, ისიყო სააკაშვილის მთავრობის წევრი , ნოღაიდელის ბიზნესპარტნიორი, მასთან მისი იუსტიციის მინისტრობაზე ცალკე შეკითხვებია"-აცხადებს ქოჩლაძე.

 

გარდა ამისა, მეორე დოკუმენტი, სადაც ენერგეტიკის სფეროს მაღალჩინოსნების, ასევე გია ქავთარაძისა და კალაძის ინტერესები იკვეთება შპს "ტოტ ენერჯის" საჯარო რეესტრიდან ამონაწერია. მისი 25 %-იანი წილის მფლობელი, კალაძის კომპანია "კალა ენერჯი ენდ ნეჩურალ რესურსია,"რომლის დირექტორი ამ დრომდე მარიამ ვალიშვილია, რომელსაც ენერგეტიკის ყოფილი მინისტრის მოადგილის პოსტი წლების  განმავლობაში ეკავა, ხოლო ხოლო კომპანიას წარმოადგენდა გია ქავთარაძე. ამასთან ამ უკანასკნელმა მიმართა  30 სექტემბერს მიმართა საჯაროო რეესტრს გაუქმების მოთხოვნით, თუმცა, მოთხოვნა არ დაკმაყოფილდა.

 

კანონის თანახმად,  თანამდებობის პირს, მისი ოჯახის წევრს უფლება არა აქვს ფლობდეს აქციებს ან საწესდებო კაპიტალის წილს იმ საწარმოში, რომლის საქმიანობის კონტროლიც ამ თანამდებობის პირის ან მისი სამსახურის უფლებამოსილებას განეკუთვნება; თანამდებობის პირს უფლება არა აქვს იყოს რომელიმე ფიზიკური ან იურიდიული პირის წარმომადგენელი ან რწმუნებული.

 

ამასთან, მანანა ქოჩლაძის განმარტებით, ვალიშვილი თავის ქონებრივ დეკლარაციაში არ ახდენდა ამ თავისი პოზიციის დეკლარირებას.

 

კალაძეს აღნიშნულზე ოფიციალური განმარტება ამ დრომდე არ გაუკეთებია. ის ბიძინა ივანიშვილმა ენერგეტიკის მინისტრის პოსტზე რამდენიმე დღის წინ წარადგინა, თავდაპირველად კი ის რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრად დასახელდა. 

 

საქართველოს კანონმდებლობის თანახმად, პირმა დანიშვნიდან 10 დღის ვადაში უნდა შეწყვიტოს შეუთავსებელი საქმიანობა, წინააღმდეგ შემთხვევაში, თანამდებობიდან უნდა მოიხნას.

 

 

მსგავს თემაზე: 

ივანიშვილმა მინისტრობის კანდიდატები წარადგინა


კალაძეს შესაძლოა სამინისტრო შეუცვალონ

 

 

სტატიები
ფოტორეპორტაჟი

გამოკითხვა

რომელ კანდიდატს მისცემთ ხმას საპარლამენტო არჩევნებში?

Voted: 0

NED