საქართველოდან დევნილი ეკატერინე ლემონჯავა პოლონეთის ბანაკში შიმშილობს

2012.10.19 ავტორი: იზა სალაყაია

პოლონეთში, საზღვრის უკანონო გადაკვეთისა და სხვა სამართალდარღევის მიზეზით დაკავებული თავშესაფრის მაძიებლები, რომლებიც ციხის ტიპის ბანაკებში არიან მოთავსებულნი, არასათანადო მოპყრობასა და იქ არსებულ პირობებს აპროტესტებენ. ადამიანის უფლებების შელახვაზე  ბანაკში მოხედრილი ეკატერინე ლემონჯავას ორგანიზებით, ციხეში შიმშილობა 78 ადამიანმა დაიწყო. 

 

რა პირობებში იმყოფებიან, რას ითხოვენ და რა რეაგირება მოყვა ამ დროისთვის მათ პროტესტს, TSpress- ბანაკში მყოფ ეკატერინე ლემონჯავას ტელეფონით ესაუბრა. 

 

პოლონეთის სამართალდამცველებმა ეკატერინე ლემონჯავა საჰაერო სივრცის არალეგალურად გადაკვეთის ბრალდებით დააკავა და დახურული ტიპის ბანაკში მოათავსა.

 

"ჩვენ ახლა ვიმყოფებით დახურულ ბანაკში, რომელიც პრინციპში ციხეა, მხოლოდ არა კრიმინალური არამედ, ადმისნიტრაციული, რომელიც საზღვრის დაცვის დეპარტამენტის დაქვემდებარებაშია. საშინელი პირობებია, არაადამიანური მოპყრობა, პოლონეთს არ გააჩნია, ფინანსური და საკადრო რესურსი შეასრულოს ჟენევისა და დუბლინის კონვენციით გათვალისწინებული ვალდებულებები, რომ ყველა თავშესაფრის მაძიებელს შუქმნას ნორმალრი პირობები,"– აცხადებს ლემონჯავა. 

 

მისი თქმით, ბანაკში მოხვედრილების  შეურაცხყოფა და  დამცირება ყოველდღიური და ჩვეულებრივი მომენტია. ხელმიუწვდომელია ჯანდაცვა და განათლება, სამედიცინო მომსახურებას მძიმე ავადმყოფებსაც არ უწევენ. აკრძალულია პირადი ნივთების მოხმარება, მათ შორის, ვიდეოკამერიანი ტელეფონისა და ლეპტოპის. 

 

"მე ამ წუთას ვიმყოფები ოთახში ისეთ ქალთან ერთად, რომელიც სისხლს ახველებს, მაგრამ ყურადღებას არავინ აქცევს, როცა რაღაცა გტკივა და ითხოვ ექიმის დახმარებას, გასინჯვას ყველაფერზე ისინი გაძლევენ "ნოშპას". 

 

საქართველოს მოქალაქე, ეროვნებით ქურთი 23 წლის გოგო, აბორტის ცუდად გაკეთებისა და მათი მხრიდან გულგრილი დამოკიდებულების გამო, სისხლისგან იცლებოდა და ქმარმა წაიყვანა ბელგიაში, მაგრამ ვინაიდან მან პირველად თავშესაფარი პოლონეთში მოითხოვა, კანონის თანახმად, ბელგიას არა აქვს მისი მიღების უფლება, უკან გამოაგზავნეს. ახლა ეს გოგო ოთახში ისე ჩაკეტეს, არანაირი სამედიცინო მომსახურეობა არ გაუწევიათ და სიკვდილის პირასაა. 

 

ერთ–ერთ სამხედროსთან პრობლემა იმის გამო შემექმნა, რომ არ მაძლევდა უფლებას მძიმე, ლოგინად ჩავარდნილი ავადმყოფისთვის საჭმელი ამომეტანა. დამატებითი საჭმლის მოთხოვნის უფლება არ გაქვს, რაც ევროპის არც ერთ ქვეყანაში არ ხდება.

 

ერთმანეთთან ურთიერთობა მხოლოდ ერთი კალიდორის ოთახებში განთავსებულ 8 ოთახის ბინადრებს გვაქვს. გისოსები და რკინის კარებებს მიღმა სხვას ვერ ეურთიერთობები. 

 

დაუშვებელია ლეპტოპის,  ვიდეოკამერიანი ტელეფონის ქონა, ეშინიათ, რომ ვინმემ კადრები არ გადაიღოს და არ გაავრცელოს,"– აღნიშნავს ლემონჯავა.

 

მისი თქმით, აღნიშნული პირობების გასაჯაროების მიზნითა და ყველა თავშესაფრის მაძიებლის უფლებების დასაცავად მან გადაწყვიტა პროტესტის შიმშილობის ფორმით გამოხატვა და საერთაშორისო ორგანიზაციების საქმის კურსში ჩაყენება. 

 

ლემონჯავას თქმით, მან შეძლო დაკავშირებოდა მსგავსი ტიპის დაწესებულებას, სადაც მამაკაცებია განთავსებული და მათთან ერთად გაეპროტესტებინა არსებული სიტუაცია. მისი განცხადებით, მოშიმშილე მამაკაცებს ბანაკებში სპეცრაზმელები შეუვარდნენ და სცემეს, უმრავლეოსობა კარცერში ჩააგდეს. 

 

მისი თქმით, პოლიცია კორუმპირებულია, რის გამოც მოშიმშილეთა ნაწილის გადაბირება იოლად მოახერხეს.

 

"შიმშილისა და პროტეტსის შეწყვეტის მიზნით, ზოგს შესთავაზეს კარგი საჭმელი, ტანსაცმელი, გაუმჯობესებული პირობები ისინიც დათანხმდნენ და ბოლოს დავრჩი მხოლოდ მე,"– განმარატავს ლემონჯავა.

 

მან შეძლო დაკავშირებოდა რამდენიმე ქვეყნაში  ადამიანის უფლებათა დამცველ საერთაშორისო ორგანიზაციებს, მისი თქმით, საკითხს  საფრანგეთის ადამიანის უფლებათა დაცვის საერთაშორისო ფედერაცია კურირებს.

 

ლემონჯავას ინფორმაციით, 17 ოქტომბერს პარლამენტის შენობაში გაიმართა პრესკონფერენცია და არასამთავრობო ორგანიზაციებმა  ყველა ფაქტი გაასაჯაროვეს. 18 სექტემბერს კი პოლონეთის  პარლამენტის სხდომაზე თავშესაფრის მაძიებელთა და ბანაკში მოხვერილთა პირობების გაუმჯობესების საკითხი დაისვა. 

 

ლემონჯავა ციხეში გაეროს წარმომადგენლებსაც შეხვდა, რომლებიც 2 წელია საკითხს სწავლობენ და კანონის შეცვლას ითხოვენ. მისი თქმით, ციხეებში არ უშვებენ ჟურნალისტებს. 

 

როგორც ლემონჯავა განმარტავს, მას საქართველოში ადამიანის უფლებათადამცველებისთვის არ მიუმართავს, თუმცა აღნიშნავს, რომ საქმეში ჩართულია 7 ქვეყანა და ინფორმაცია უცხოურ მედიაში გადაიცემა, თუმცა საქართველოდან მას არავინ დაკავშირებია. 

 

 

ლემონჯავამ პოლონეთის ადმინისტრაციულ ციხეში 2 თვე უნდა დაჰყოს.

 

ეკატერინე ლემონჯავამ, იგივე "როკერამ" საქართველო მიმდინარე წლის დასაწყისში დატოვა. ის თბილისში ერთ-ერთი როკ-კლუბის მფლობელი იყო. ის თავს პოლიტიკურ დევნილად მიიჩნევს და უცხო ქვეყანას თავშესაფრის მოთხოვნით მიმართა. ლემონჯავა "ქართული ოცნებას" მხარდამჭერი იყო. შს სამინისტრო კი უშიშროების განყოფილებასთან თანამშრომლობას მუქარითა და შანტაჟით აიძულებდა. ამის შესახებ მან საჯაროდ განაცხადა, რის შემდეგაც საქართველო დატოვა.

 

ახალი ხელისუფლების პირობებში, ლემონჯავას სამართლიანი სასამართლოს იმედი აქვს. მის მიმართ განხორციელებული უკანონო ქმედების ობიექტური გამოძიებისა და დამნაშავეების დასჯის შემთხვევაში, ის საქართველოში დაბრუნებას გეგმავს.

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

სტატიები
ფოტორეპორტაჟი

გამოკითხვა

რომელ კანდიდატს მისცემთ ხმას საპარლამენტო არჩევნებში?

Voted: 0

NED