ბრძოლა ფოთის მერის თანამდებობისათვის

2012.10.19 ავტორი: TS

TSpress-ის ინფორმაციით, მერის პოსტის დაკავებისთვის კოალიციის ადგილობრივ ორგანიზაციაში ერთმანეთს დაუპირსპირდნენ. ფოთის მერის ვაკანტურ თანამდებობაზე პრეტენზიას "ქართული ოცნების" ადგილობრივი ორგანიზაციის რამდენიმე წევრიც აცხადებს.

მერობის სურვილს ბესელიას ფოთელი მხარდამჭერები: მორის ჯანჯღავა, ბესიკ ჯოჯუა, დავით სარსანია და ზურაბ ფაჩულია აცხადებენ.

 

წყაროს ცნობით, "ქართული ოცნების" ფოთის ორგანიზაციაში მერობის მოსურნეთა შორის დაპირისპირებას, ეკა ბესელიას სასწრაფო ვიზიტი მოყვა და შეხვედრაზე ბესელიამ მათ საკმაოდ მკაცრად უსაყვედურა.

 

TSpress-თან საუბარში ეკა ბესელია აცხადებს, რომ მას კანდიდატი არ ყავს და ის მერის დემოკრატიულად და გამჭვირვალედ დანიშვნის მომხრეა.

 

-"მე პირადად კანდიდატი არ მყავს. მხარს დავუჭერ იმას, ვინც ფოთელებისთვის იქნება მისაღები. ამაზე უნდა დაიწყოს მსჯელობა-დებატები, სადაც კანდიდატები გამოვლენ და ისაუბრებენ. კარგი იქნება, თუკი მედიასაშუალებებიც ჩაერთვებიან ამაში. უნდა ჩატარდეს რაღაც ფორმით გამოკითხვა მოსახლეობაში და ისე უნდა შეირჩეს კანდიდატურა, რომ ის მოსახლეობისთვის მისაღები იყოს,"- აცხადებს ბესელია. მისივე თქმით, მერობის აუცილებელ პირობას პარტიულობა არ წარმოადგენს.

 

ფოთის მერის თანამდებობა ვაკანტური, ვახტანგ ლემონჯავას წასვლის შემდეგ, 7 აგვისტოს გახდა. ფოთი საკრებულომ, მოქმედი კანონმდებლობით, ქალაქის მერი სამი თვის ვადაში უნდა დაამტკიცოს.

სტატიები
ფოტორეპორტაჟი

გამოკითხვა

რომელ კანდიდატს მისცემთ ხმას საპარლამენტო არჩევნებში?

Voted: 0

NED