შემოსავლების სამსახურის განცხადება ფიზიკური პირების საყურადღებოდ

2012.10.15 ავტორი: TS

შემოსავლების სამსახური ფიზიკური პირების საყურადღებოდ განცხადებას ავრცელებს.

საგადასახადო კოდექსის 205-ე მუხლის თანახმად, თუ ფიზიკური პირის ოჯახის წევრთა საერთო წლიურმა შემოსავალმა გადააჭარბა 40 000 ლარს, სავალდებულოა ფიზიკური პირის ქონების გადასახადის წლიური დეკლარაციის წარდგენა შემოსავლების სამსახურის ვებ-გვერდზე www.rs.ge.

 

ფიზიკური პირის ქონების დეკლარაციის შევსება ასევე სავალდებულოა თუ 2011 წელს ფიზიკური პირის შემოსავალმა არ გადააჭარბა 40 000 ლარს, მაგრამ 2012 წლის 1 აპრილის მდგომარეობით საკუთრებაში, სარგებლობაში ან მფლობელობაში გაგაჩნიათ მიწის ნაკვეთი, ასევე, ქირით, იჯარით, უზურფრუქტით ან სხვა ამგვარი ფორმის ხელშეკრულების საფუძველზე გაცემული გაქვთ მიწის ნაკვეთი. საგადასახადო კოდექსის 274-ე მუხლის თანახმად დეკლარაციის დაგვიანებით წარდგენა იწვევს პირის დაჯარიმებას.

 

დეკლარაციის შესავსებად შემოსავლების სამსახურის ვებ-გვერდის მთავარ გვერდზე აირჩიეთ „ფიზიკური პირის ქონების დეკლარაცია“. დამატებითი კითხვებისათვის დაუკავშირდით: 2 26 22 21; 2 26 18 44; 2 26 18 00; 2 26 18 28; სამუშაო საათები 09:00-დან 18:00-მდე.

სტატიები
ფოტორეპორტაჟი

გამოკითხვა

რომელ კანდიდატს მისცემთ ხმას საპარლამენტო არჩევნებში?

Voted: 0

NED