ფოთის პორტის მუშებსა და ხელმძღვანელობას შორის შეთანხმება შედგა

2012.10.11 ავტორი: TS

ოთხდღიანი გაფიცვის შემდეგ ფოთის პორტის გენერალური დირექტორმა, ჯოზეფ ქროულმა მუშების მოთხოვნები დააკმაყოფილაა. 7 პუნქტიან წერილობით მოთხოვნას ქროულმა ხელი მათ თანდასწრებით მოაწერა.  

შეთანმხების თანახმად, ე.წ. რეზერვში მყოფ მუშებს საშტატო განაკვეთში ჩასვამენ, გაეზრდებათ ხელფასები და ისარგებლებენ იმ სოციალურ–სადაზღვევო პირობებითა და პაკეტებით, რაც მხოლოდ თანამშრომლებისთვისაა განკუთვნილი. პორტის ადმინისტრაცია დაფარავს 7თვის გაუცემელ ხელფასებს, რომელიც მუშებს დამატებითი სამუშაოს შესრულებისთვის უნდა მიეღოთ. 

 

გენერალურ დირექტორის მიერ ხელმოწერილ დოკუმენტში განმარტებულია, რომ მოთხოვნების დაკმაყოფილება 1ნოემბრამდე უნდა მოხდეს.

 

მუშებსა და ხელმძღვანელობას შორის გამართულ მოლაპარაკებაში მონაწილეობა "ქართული ოცნებისა" და პროფკავშირების წარმომადგენლებმაც მიიღეს. 

 

ფოთის პორტის 200 მდე მუშა მძიმე სამუშაო პირობების, შრომით უსაფრთხოების, ჰიგიენური ნორმების, დაბალ ანაზღაურებისა და სახელფასო დავალიანების მიზეზით 8 ოქტომბერს გაიფიცნენ.  გაფიცული მუშების გამო პორტში სამუშაოების ნაწილი შეჩერებული იყო.

 

 

ამავე თემაზე:

 

პროფკავშირები– ფოთის პორტში ადამიანის უფლებები ილახება [Video]


გაფიცვის გამო ფოთის პორტში სამუშაოები გაჩერებულია [Video]


ფოთის ნავსადგურის მუშები გაიფიცნენ


ფოთის პორტის მუშები სამუშაო პირობებსა და ხელფასების გაზრდას ითხოვენ[Video]





 

 

 

სტატიები
ფოტორეპორტაჟი

გამოკითხვა

რომელ კანდიდატს მისცემთ ხმას საპარლამენტო არჩევნებში?

Voted: 0

NED