პროფკავშირები– ფოთის პორტში ადამიანის უფლებები ილახება [Video]

2012.10.10 ავტორი: TS

ფოთის პორტის გაფიცული მუშების სამუშაო პირობებს პროფკავშირების წარმომადგენლები ადამიანის უფლებების შელახვად აფასებენ. ფოთის მაჟორიტარის ეკა ბესელიას განცხადებით, მათი მოთხოვნები სამართლიანია.

ფოთის პორტის გაფიცულ 200 მდე მუშას ქალაქის მაჟორიტარი, ეკა ბესელია და პროფკავშირების წარმომადგენლები დღეს შეხვდნენ.

 

შეხვედრაზე ბესელია პორტის ადმინისტრაციასა და მუშებს შორის არსებულ საკონტრაქტო, სიტყვიერ შეთანხმების და ანაზღაურების პირობებით დაინტერესდა.

 

მაჟორიტართან შეხვედარზე მუშებმა მძიმე სამუშაო პირობებზე, შრომით უსაფრთხოებაზე, ჰიგიენური ნორმების დაცვის ელემენტარული პირობების არარსებობაზე, დაბალ ანაზღაურებასა და სახელფასო დავალიანებაზე ისაუბრეს.

 

ერთ–ერთი მათგანის თქმით, პორტში კადრების შემცირების შემდეგ მათ დამატებითი სამუშაოებიც შეასრულებინეს, თუმცა დაპირების მიუხედავად სამუშაო არ აუნაზღაურს, საუბარია 7თვის სახელფასო დავალიანებაზე. 

 

ეკა ბესელიას განცხადებით, მუშებთან საუბრისას ირკვევა, რომ ირღვევა მათი, როგორც ადამიანის უფლებები, რომ აუნაზღაურებელი არ უნდა დარჩეს ადამაინის შრომა.

მისი თქმით, კონკრეტულ სამართლებრივ სამქომედო გეგმას  საკითხის შესწავლის შემდეგ შეიმუშავებს, თუმცა მანამდე მუშებს მოთხოვნების წერილობით ჩამოყალიბება და პორტის ადმიანისტრაციისთვს მიმართვა ურჩია.

 

ბესელიას განმარტებით, პორტის ხელმძღვანელობა პირადად უნდა შეხვდეს დასაქმებულებს და არა შუამავლების მეშვეუბით.

 

პროფესიული კავშირის აჭარის გაერთიანების წარმომადგენლი ილია ვერძაძესაც მიაჩნია, რომ ფოთის პორტში ადამიანის უფლებები დაცული არ არის. ის  საქართველოს შრომის კოდექსის ხარვეზებზე და დასაქმებულის უფლებების დაუცველობაზე საუბრობს, თუმცა აცხადებს, რომ პორტის მუშების შემთხვევაში ხელმძღვანელობა აღნიშნული კანონის მოთხოვნებსაც არღვევს.

 

მისი თქმით, კანონმდებლობა დამსაქმებელსა და დასაქმებულს შორის კონტრაქტთან ერთად სიტვიერ შეთანხმებსაც იცნობს, თუმცა განმარატვს, რომ პრობლემურ საკითხების დროს წერილობითი შეთანხმება აუცილებელია.

აღნიშნავს, რომ კაბალური პირობები და ადამიანის უფლბების შელახვა ნებისმიერ შემთხვევაში მიუღებელია. 

 

ვერძაძის განმარტებით, მუშებს, რომლებსაც რეზერვს ეძახიან, იმავე მოთხოვნებს უყენებენ, რასაც შტატში მყოფ თანამშრომლებს, თუმცა ანაზღაურება ნაკლები აქვთ.

 

–"მუშებსთვის რეზერვისტობის სტატუსის მინიჭება მხოლოდ იმაში ეხმარება დამსაქმებელს, რომ დამსაქმებლის ინიციატივით მოცდენილმა მუშამ ანაზღაურება არ მიიღოს, რაც არის დარღვევა.  შრომის კოდექსი იცნობს ისეთ მომენტს, როდესაც თანამშრომელი გამოცხადებულია სამსახურში, მაგრამ დასაქმებულის მიერ არ არის დატვირთული და არ ასრულებს სამუშაოს, ასეთ დროს კანონით მას უნდა მიეცეს ანაზღაურება.  პორტის მუშებს ეუბნებიან რეზერვში ხართი და ამ ანაზღაურებას არ აძლევენ, ასევე პრობლემები აქვთ გამოიმუშავებული ანაზღაურების მიღებაზე"– აცხადებს ვარძაძე.

 

მისი თქმით, პროფკავშირები მუშებს იურიდიულ დახამერბასთან ერთად მხარდაჭერას საჭიროების შემთხვევაში საგაფიცვო საკითხებშიც გამოუცხადებენ.

 

უკვე მეოთხე დღეა ფოთის პორტის 200 მდე მუშა, რომლებიც დროებით დაქირავებული ე.წ. სარეზერვო მუშახელს წარმოადგენენ გაფიცულები არიან. ისინი სამუშაო პირობების გამუმჯობესებასა და ხელფასების გაზრდას ითხოვენ.  

 

მოთხოვნის დაუკმაყოფილებლობის შემთხვევაში, სამუშაოზე დაბრუნებას არ აპირებენ. გაფიცვის გამო ფოთის პორტში სამუშაოების ნაწილი გაჩერებულია.

სტატიები
ფოტორეპორტაჟი

გამოკითხვა

რომელ კანდიდატს მისცემთ ხმას საპარლამენტო არჩევნებში?

Voted: 0

NED