გაფიცვის გამო ფოთის პორტში სამუშაოები გაჩერებულია [Video]

2012.10.10 ავტორი: TS

"ფოთის პორტის მე–14 ნავმისადგომი გაჩერებულია, რაც ხელს უშლის მთლიანად ნავსადგურის მუშაობას"– აცხადებენ ნავმისადგომის გაფიცული მუშები. მეოთხე დღეა მუშები, ნავსადგურის მიმდებარე ტერიტორიაზე იმყოფებიან და ხელმძღვანელობასთან შეხვედრას ითხოვენ.  დღეს, მათ ფოთის მაჟორიტარი დეპუტატი, ეკა ბესელაი შეხვდება.

გაფიცული 200 მდე მუშა, რომელიც ნავსადგურის დროებით დაქირავებული ე.წ. სარეზერვო მუშახელს წა მოადგენს სამუშაო პირობების გამუმჯობესებისა და ხელფასების გაზრდის მოთხოვნის დაუკმაყოფილებლობის შემთხვევაში, სამუშაოზე დაბრუნებას არ აპირებს. 

 

მათი თქმით, მუშაობის დროს არაა დაცული უსაფრთხოების ნორმები, საწარმოო ტრავმისა ან მსუბუქი დაშავების დროს, მათი სიცოცხლე და ჯანმრთელობა დაზღვეული არაა. 

 

შრომითი უსაფრთხოების ნორმებთან ერთად, ისინი მძიმე ჰიგიენურ პირობებზე საუბრობენ. 

 

"ამ ნავმისადგომზე სხავდსხვა კატეგორიის ტვირთის დაცლა ხდება, მუშაობის დაწყებამდე კონსულტაციის მიზნით, თეორიულად გვიკითხავენ როგორ მოვიქცეთ. ეს შველის საქმეს? შეცდომისგან ან უბედური შემთხვევისგან დაზღვეული არავინ არაა, ასეთ დროს ამბობენ ჩვენი თანამშრომლები არ ხართო და ჩვენზე არაფერია გათვალისწინებული. გარდა ამისა, არანაირი პირობა არ არსებობს, მონებივით ვართ, არაა საპირფარეშო, საშხაპე, ან ელემენტარულად, ადგილი, სადაც წვიმისგან დასველებული მუშა შევა და გაშრება,"– აცხადებს TSpress-თან საუბრისას თემურ შურღაია. 

 

 

პორტის ადმინისტრაციის მიერ მუშებისთვის გაგზავნილ წერილობით პასუხში განმარტებულია, რომ ნაკისრი ვალდებულებების შეუსრულებლობისა და უპასუხსმგებლობის გამო, სამუშაოს თვითნებურად მიტოვების გამო, პორტს დიდი ზარალი მიადგა, როს გამოც ხელმძღვანელობმ თითოეული მათგანის გათავისუფლების გადაწყვეტილება მიიღო. 

 

გუშინ ღამით, ნავსადგურის გენერალური დირექტორის გადაწყვეტილებით, პორტის 45 თანამშრომელი, რომლებმაც გაფიცულ მუშებს სოლიდარობა გამოუცხადეს, სამსახურიდან გაათავისუფლეს, თუმცა გათავისუფლების იურიდიული საფუძველი არცერთ მათგან არ ჩაბარებია. 

 

გათავისუფლების შესახებ წერილობითი განმარტება, ე.წ. რეზერვში მყოფმა გაფიცულმა მუშებმაც მიიღეს. მათი თქმით, ისინი ოფიციალურად პორტის თანამშრომლები არ არიან, რადგან არ აქვთ კონტრაქტები და, ამდენად უცნობია, რითი იხელმძღვანელა ადმინისტრაციამ 120 ადამიანის გათავისუფლებისას.

 

ნავსადგურის გენერალური დირექტორმა, ჯოზეფ ქროულმა დასაქმებულთა სამუშაო პირობებსა და ანაზღაურებაზე განმარტება მედიასთან გაფიცვის პირველ დღეს გააკეთა. 

 

მისი თქმით,  ე.წ. რეზერვში მყოფი მუშები საბაზრო ღირებულებაზე გაცილებით მეტ ანაზღაურებას იღებენ.  ქროული აცხადებს, რომ მმუშები შტატგარეშე, სიტყვიერი შეთანხმებით საჭიროებისამებრ მუშაობენ, რადგან პორტს მათი მუდმივად  დატვირთვის სამუშაოები და ხარჯები არა აქვს.

 

ქროულის მიაჩნია, რომ ყველა ადამიანს აქვს უფლება დათანხმდეს ან არ დათანხმდეს, იმუშავოს ან არ იმუშავოს შეთავაზებულ პირობებს. მისი განმარტებით, პორტის ყველა თანამშრომლისთვის მაღალი დონის სამუშაო პირობებია შექმნილი და უკეთესი პირობის შექმნის პირობაც დადო.

 

მისი თქმით, საუკეთესო პირობების სადაზღვევო პაკეტებით მხოლოდ შტატში მყოფი 1000-მდე თანამშრომელი სარგებლობს. 

 

ამავე თემაზე:

 

ფოთის პორტის მუშები სამუშაო პირობებსა და ხელფასების გაზრდას ითხოვენ[Video]

ფოთის ნავსადგურის მუშები გაიფიცნენ

 

სტატიები
ფოტორეპორტაჟი

გამოკითხვა

რომელ კანდიდატს მისცემთ ხმას საპარლამენტო არჩევნებში?

Voted: 0

NED