ფოთის ნავსადგურის მუშები გაიფიცნენ

2012.10.09 ავტორი: TS

ამ წუთებში,  200-მდე მუშა ნავსადგურის მიმდებარე ტერიტორიაზე დგას და ხელმძღვანენლობის პასუხს ელოდება. მათი მოთხოვნა სამუშაო პირობების გაუმჯობესება, უსაფრთხოების დაცვა და გაწეული შრომის შესაბამისი ანაზღაურებაა. 

პირობებითა და ანაზღაურებით უკმაყოფილო მე-14 ნავმისადგომის 120-მდე მუშამ, ნავსადგურის ადმინისტრაციის წინ საპროტესტო აქცია გუშინაც გამართა. თუმცა, მათივე თქმით, ადმინისტრაციამ მათი მოთხოვნა არ გაითვალისწინა და რამდენიმე მათგანი გაათავისუფლა კიდეც.

 

დღეს, ანალოგიური მოთხოვნებით მათ შეუერთდნენ მე-4 ნავმისადგომის მუშები და 45 მეამწე. მუშების თქმით, ნავსადგურის ხელმძღვანელობამ დღეს 4 ე.წ. ბუნტისთავი მეამწე გაათავისუფლა.

 

აქციის მონაწილეთა განცხადებით, მათ არ აქვთ ელემენტარული პირობა, ტერიტორიაზე არ არის საშხაპე და საპირფარეშო.

 

"ადამიანებად არ გვთვლიან, გვექცევიან როგორც მონებს. არც შრომის უსაფრთხოებაა დაცული, უბედური შემთხვევა რომ მოხდეს მუშაობის დროს, არავინ არაა დაზღვეული, არადა, ძალიან  მძიმე სამუშაოს ვასრულებთ და საფრთხე მუდმივადაა,"- აცხადებს ნავსადგურის თანამშრომელი თემურ შურღაია.

 

მუშების განცახდებით, მათ შესვენების დროსაც არ აძლევენ და არის თუ არა სამუშაო, ისინი ტერიტორიაზე მუდმივად უნდა იმყოფებოდენ. საშუალო დატვირთვით თვეში 120 საათამდე უწევთ მუშაობა და საათში 4 ლარს უნაზღაურებენ. მათი თქმით, 7 თვე უხელფასოდ იმუშავეს. "ეს არის ტრეფიკინგი"-აცხადებენ ისინი.

 

პორტის ადმინისტრაცია მათ არ გამოხმაურებია. გავრცელებული ინფორმაციით, კომპანიამ მეამწეებზე კონკურსი გამოაცხადა.

 

 

 

სტატიები
ფოტორეპორტაჟი

გამოკითხვა

რომელ კანდიდატს მისცემთ ხმას საპარლამენტო არჩევნებში?

Voted: 0

NED