ფოთის მერმა “შენების სახელით” ნგრევა განაახლა

2011.06.19 ავტორი: იზა სალაყაია


მაღაზიის დემონტაჟი

მაღაზიის დემონტაჟი

დღეს, ფოთის მერის, ვახტანგ ლემონჯავას სიტყვიერი ბრძანებით, კუნძულის უბნის ხიდის ქვეშ მდებარე  მონადირეთა და მეთევზეთა მაღაზია დაანგრიეს. შენობა კერძო სამართლის უირიდიულ პირს – „მონადირეთა და მეთევზეთა საზოგადოებას“ ეკუთვნის. მან გუშინ აღნიშნული მაღაზიისა და მის გასწვრივ მდებარე მეორე მაღაზიის მფლობელი სიტყვიერად გააფრთხილა და შენობის დაცლა მოსთხოვა, წინააღმდეგ შემთხვევაში „ტრაქტორებით გადავლით“ დაემუქრა. იხ. ლინკი: http://tspress.ge/?p=3436

დემონტაჟის დაწყებამდე რამდენიმე წუთით ადრე, ტერიტორიაზე ქალაქის მერი და მერიის სხვადასხვა სამსახურის წარმომადგენლები მივიდნენ. tspress.ge -ს კითხვას, აცნობეს თუ არა დემონტაჟის შესახებ მეპატრონეს წერილობით, რის საფუძველზე ანგრევენ კერძო საკუთრებას და გასცეს თუ არა კომპენსაცია? – მერმა განაცხადა, რომ წლების წინ მშენებლობის უფლება ქრთამით მოიპოვეს, ხოლო ქრთამის ამღები პირების მოძიება ჩვენ გვევალება. ამის შემდეგ დანგრევის შესახებ სიტყვიერი ბრძანება გასცა და ტერიტორია დატოვა.

შემთხვევის ადგილზე მყოფ მაღაზიის მეპატრონის წარმომადგენლს, ანტონ დემანიას საკუთრების დამადასტურებელი ყველა დოკუმენტი ხელთ ჰქონდა, რომლის მიხედვითაც ასოციაციამ შენობა 2007წელს, 17ათას ლარად შეუძენია. საკუთრების მოწმობა გააჩნია მეორე მარაზიის მეპატრონეს, ანჟელა ფხაკაძესაც, რომელმაც მერის მუქარისგან თავდაცვის მიზნით გუშინვე პოლიციას მიმართა, ამიტომაც მისთვის ჯერჯერობით, კუთვნილი მაღაზია არ დაუნგრევიათ.

„მონადირეთა და მეთევზეთა საზოგადოების“ პრეზიდენტის, დავით ბოკუჩავას მიერ tspress.ge-სთან გაკეთებული განცხადებით, მან მერიას შენობის დემონტაჟის ნება სიტყვიერ საფუძველზე მისცა: -„თბილისში ვარ. გუშინ ტელეფონით დამიკავშირდა მერიის წარმომადგენელი და მითხრა, რომ ჩემს საკუთრებაში მყოფი შენობა უსახურია და ქალაქის კეთილმოწყობის მიზნით უნდა დაანგრიონ,“- აცახდებს ბოკუჩავა. მისი თქმით, შესაბამისი დოკუმენტის წარდგენას მას ხვალისთვის დაპირდნენ, რომლის გაუცემლობა დღევანდელი არასამუშაო დღით აუხსნეს.

ბოკუჩავამ განაცხადა, რომ მას მერის წარმომადგენელი, ლექსო კუჭუხიძე სატელეფონო საუბრისას დაპირდა, რომ მიწა მის საკუთრებაში რჩებოდა და შესაბამისი პროექტის წარმოდგენის შემთხვევეში, აქ ახალი შენობის აშენების უფლებას მისცემდნენ. ბოკუჩავას განცახდებით, თუ ხვალ მერიამ დაპირებული დოკუმენტი ვერ წარუდგინა და მშენებლობის ნება არ მისცა, სასამართლოს მიმართავს და კუთვნილ კომპენსაციას მოითხოვს.

„მონადირეთა და მეთევზეთა საზოგადოების“ პრეზიდენტი, დავით ბოკუჩავა მერის მიერ ქრთამზე გაკეთებულ განცახდებას გამოეხმაურა: – „ეს ბრალდებაა და მან უნდა დაასახელოს კონკრეტული შემთხვევები,“ – განაცხადა მან.

რამდენიმე თვის წინ, ფოთი მერის ასევე სიტყვიერი ბრძანებით, ყოველგვარი კომპენსაციის გაცემის გარეშე, ადგილობრივმა ხელისუფლებამ მოქალაქეებს 2230 ავტოფარეხი დაუნგრია. უმრავლესობას ავტოფარეხები დაკანონებული ჰქონდა, თუმცა არც ერთ მათგანს, კომპენსაცია არ მიუღია. მოგვიანებით, მერმა განაცხადა, რომ მათ საკუთარი სურვილით დაანგრიეს ავტოფარეხები, რის გამოც ზარალი არ აუნაზღაურდებოდათ. მოსალოდნელი გართულების შიშით, არც ერთ მოქალაქეს სასამართლოსთვის არ მიუმართავს. იხ ლინკი: http://tspress.ge/?p=1429 („კეთილმოწყობა კერძო საკუთრების ხელყოფის ხარჯზე“)

იურისტების განმარტებით, საქართველოს კონსტიტუციის 21–ე მუხლის თანახმად, კერძო საკუთრება ხელშეუხებელია. ამავე მუხლის მესამე პუნქტის თანახმად, საზოგადოებრივი საჭიროებისათვის საკუთრების ჩამორთმევა დასაშვებია, სასამართლოს გადაწყვეტილებით, ან ორგანული კანონით დადგენილი გადაუდებელი აუცილებლობისას წინასწარი, სრული და სამართლიანი ანაზღაურების პირობით.

მაღაზიის დემონტაჟი

მაღაზიის დემონტაჟი

მაღაზიის მესაკუთრის წარმომადგენლები დემონტაჟის პროცესში

მაღაზიის მესაკუთრის წარმომადგენლები დემონტაჟის პროცესში

მონადირეთა და მეთევზეთა მაღაზია

მონადირეთა და მეთევზეთა მაღაზია

მონადირეთა და მეთევზეთა მაღაზია ნგრევის დაწყებამდე

მონადირეთა და მეთევზეთა მაღაზია ნგრევის დაწყებამდე

სტატიები
ფოტორეპორტაჟი

გამოკითხვა

რომელ კანდიდატს მისცემთ ხმას საპარლამენტო არჩევნებში?

Voted: 0

NED