მეუფე იობის "საარჩევნო ქადაგება" ეკა ბესელიას შტაბში [Video]

2012.09.26 ავტორი: იზა სალაყაია

"ამ არჩევნებით სულიერი დიაგნოზი დაესმევა ქართველ ერს"– განაცხადა ურბნისისა და რუისის ეპარქიის მიტროპოლიტმა, მეუფე იობმა, დღეს, რამდენიმე საათის წინ, "ქართული ოცნების" ფოთის მაჟორიტარი კანდიდატის, ეკა ბესელიას საარჩევნო შტაბში სტუმრობისას. მეუფე იობის განცხადებით, მან ფოთში ერთ-ერთ ოჯახში სტუმრობამდე, ეკა ბესელიას შტაბში შეიარა. ამ წუთებში, ის ფოთისა და ხობის ეპარქიის რეზიდენციაში მეუფე გრიგოლს ხვდება.

მეუფე იობი ბესელიას საარჩევნო შტაბში შეკრებილ მხარდამჭერებსა და ახალგაზრდებს 1 ოქტომბრის არჩევნების მნიშვნელობაზე ესაუბრა.

 

"ამ არჩევნებს დიდი მნიშვნელობა აქვს, შეიძლება ითქვას, ასეთი მნიშვნელობის არჩევნები ჯერ არ ჩატარებულა. ფაქტობრივად, ამ არჩევნებით სულიერი დიაგნოზი დაესმევა ქართველ ერს. რა გვჭირს, რამდენი პროცენტია ჯანსაღი და რამდენი - არაჯანსაღი. აქედან გამომდინარე, ჩვენ ძალიან დიდი შრომა მოგვიწევს, რომ ეს არაჯანსაღი საზოგადოება მოვაქციოთ და დავაყენოთ ნორმალურ სიტუაციაში. ეს ჩვენი, სასულიერო პირების ვალია. ამ მიზნით, ჩვენ ძალიან დაკვირვებით ვიქნებით, რა მოხდება, რა გადაწყვეტილებას მიიღებს და ეს გადაწყვეტილება იქნება სწორედ სულიერი დიაგნოზის დასმის საკითხი. ვინ ვართ და საითკენ მივდივართ,"– აღნიშნა მეუფემ.

 

მან ახალგაზრდებს "ერის მამოძრავებელი ძალა" უწოდა და აღნიშნა, რომ ერთად დგომით მათ თავისი ძალა კიდევ დაამტკიცეს. 

 

ჩვენ დავინახეთ, რა შუძლია და როგორი დიდი ძალაა ქართველი ახალგაზრდობა, თქვენ  ერის მამოძრავებელი ძალა ხართ, თქვენია მომავალი და ხალავე უნდა დაიწყოთ ზრუნვა,"– მოუწოდა ახალგაზრდა აქტივისტებს მეუფემ.

 

მეუფის ვიზიტის გამო ეკა ბესელიამ palitratv - ის პირდაპირ ეთერში საუბრი შეწყვიტა, რის გამოც მსმენელებს ბოდიშიც მოუხადა.

 

შეხვედრაზე ბესელიამ განმარტა, რომ თავიდანვე კითხა მეუფეს შტაბში მოსვლა ხომ არ იქნებოდა უხერხული მომენტი იმის შემდეგ, რაც ოფისის კურთხევას გარკვეული უსიამოვნო პროცესები მოყვა. 

 

"ჩვენი ერი არის ბედნიერი, რომელსაც ყავს ასეთი კარგი პატრიარქი, რომელსაც უჭირავს მთელი ერი და ასევე, ასეთი მეუფე იობი. დღეს, ისე ჭირდება ერს ზნეობრივი მაგალითი, ძალიან დაბნეულია, არ იცის რა გააკეთოს და როცა, დღეს აქ ასე მყარად დგას ისეთი ადამიანი, როგორიცა მეუფე იობია, ვფიქრობ, ყველაფერი კარგად იქნება,"– განაცხადა ბესელიამ.

 

 

შეხვედრის დასასრულს, მეუფემ კომენტარის გაკეთებაზე უარი განაცხადა.

 

ერევა თუ არა ეკლესია პოლიტიკაში და რა სახით, სასულიერო პირების ორ ნაწილად, ხელისუფლებისა და "ქართული ოცნების" მხარადმჭერებად დაყოფაზე, სასულიერო პირების მხრიდან პოლიტიკურ ქადაგებებზე, საპატრიარქოს პოზიციაზე და ფოთის საკათედრო ტაძარში პრეზიდენტის ბანერის განთავსებაზე საუბარი მეუფე იობმა TSpress–თან არ ისურვა. 

 

როგორც "ქართულ ოცნებაში" აცხადებდნენ, მეუფე ფოთში ჩამოსვლას და საარჩევნო შტაბის მონახულებას საკათედრო ტაძრის კურთხევის დროს აპირებდა, თუმცა, რადგან ტაძრის გახსნის დრო რამდენჯერმე შეიცვალა, მან ბესელიასთან შეხვედრა დღეს გადაწყვიტა.

 

იმყოფებოდა თუ არა მეუფე საარჩევნო შტაბში მისვლამდე საკათედრო ტაძარში ან სხვა ეკლესიებში უცნობია, პარტიის ოფისიდან ის ერთ–ერთ ოჯახს ესტუმრა.

 

დაახლოებით ერთი თვის წინ, ივერიის ღვთისმშობლის ტაძრის წინამძღოლ მამა კონსტანტინეს მიერ ეკა ბესელიას შტაბის კურთხევამ ფოთისა და ხობის ეპარქიის წინამძღოლი მეუფე გრიგოლის განაწყენება გამოიწვია. სასულიერო პირი მან ერთ–ერთ ქადაგებისას მრევლის წინაშე გააკრიტიკა. მოგვიანებით კი, ყველა პოლიტიკური პარტიის კურთხევის ბრძანება გასცა.

 

 

 

 

 

 

 

სტატიები
ფოტორეპორტაჟი

გამოკითხვა

რომელ კანდიდატს მისცემთ ხმას საპარლამენტო არჩევნებში?

Voted: 0

NED