"ნაცმოძრაობის" საარჩევნო შტაბში ჟურნალისტები არ შუშვეს [Video]

2012.09.24 ავტორი: TS

"ნაციონალური მოძრაობის" ფოთის ორგანიზაციაში შესვლა TSpress– ს ჟურნალსიტ იზა სალაყაიას, შტაბის წარმომადგენელმა გოჩა ტუღუშმა აუკრძალა. ის ჯერ კამერის გათიშვას შეეცადა შემდეგ კი, ჟურნალისტს ძალის გამოყენებით დაატოვებინა შენობა.

–"ვიცი, რომ ცუდ რამეს ვაკეთებ, მაგრამ ეს საარჩევნო შტაბია და აქ შესვლის უფლება არ გაქვთ"–ეუბნებოდა ტუღუში "ნაციონალური მოძრაობის" წინასაარჩევნო აქტივობის გასაშუქებლად მისულ ჟურნალისტს ოფისიდან ძალდატანებით გაყვანისას. 

 

ორგანიზაციის ოფისში შესულ TSpress–ს გოჩა ტუღუშმა განუცხადა, რომ საარჩევნო შტაბი საჯარო სამსახური არაა და იქ შესვლის უფლება ჟურნალისტს არა აქვს. რომელი კანონის საფუძველზე ეკრძალება ჟურნალისტს პარტიის ოფისში შესვლა, ტუღუშს არ განუმარტავს. ოფისში მყოფმა ერთ-ერთმა აქტივისტმა, რომლის ვინაობაც იქ მყოფებმა დამალეს, ჟურნალისტს სიტყვიერი შეურაცხყოფაც მიაყენა.

 

TSpress –ი პარტიის ადგილობრივ ორგანიზაციაში ცდილობდა პრეზიდენტის დასახვედრად მოსახლეობის მობილიზების გადაღებას. მერიის წინ 50-მდე ყვითელი ავტობუსი დილიდან იდგა, პარტიის ოფისში კი, საკრებულოს წევრი დარეჯან ცხვიტარია საწვავის ტალონებს არიგებდა.

 

ოფისში იმყოფებოდნენ "ნაცმოძრაობის" აქტივისტები: კობა ცხადაია, სულხან თოლორდავა, მერაბ ასანიძე, მიშა ფირცხალავა, ლია არტუხოვა, ვანო საღინაძე და ახალგაზრდული ფრთის წარმომადგენლები. ცოტა ხანში, ადგილზე გამოჩდნენ სამეგრელოს მედიაორგანიზაციის  წარმომადგენლები, ე.წ. "ალისტრახო-ჯგუფი." , რომლებსაც მხოლოდ ჟურნალისტებისკენ ჰქონდათ კამერა მიმართული. დარეჯან ცხვიტარია ამტკიცებდა, რომ ნაცმოძრაობა მისი ოჯახია და ოჯახში შესვლა აკრძალულია.

 

 

მოგვიანებით, ინციდენტის ადგილას მოსული TSpress–ის რედაქტორის, ელისო ჯანაშიას მიერ, ჟურნალისტისთვის ოფისის დატოვების საფუძვლის მოთხოვნას პასუხი არ გასცა ოფისიდან გამოსულმა ვანო საღინაძემ. რის საფუძველზე დაატოვებინეს ძალის გამოყენებით ჟურნალისტს "ნაცმოძრაობის" ოფისი შტაბის სხვა წევრების მხრიდან თავხედი, უზრდელი და სხვა შეურაცხმყოფელი სიტყვები მოყვა. საკრებულოს წევრმა ლია არტუხოვამ განაცხადა, რომ კვირას საჯარო პირი არაა და "ნაცმოძრაობის" წევრებს უნდათ გასცემენ ჟურნალისტის კითხვას პასუხს და უნდათ -არა.  არტუხოვამ ჯანაშიას თავხედი და უზრდელი უწოდა. 

სტატიები
ფოტორეპორტაჟი

გამოკითხვა

რომელ კანდიდატს მისცემთ ხმას საპარლამენტო არჩევნებში?

Voted: 0

NED