დაკავებული დაჩი ცაგურია ნაცემია

2012.09.22 ავტორი: TS

"დაჩი ცაგურიას და ბექა ალადაშვილს შინაგან საქმეთა სამინისტროს გამჭირვალე შენობის სარდაფში სცემეს", - ამის შესახებ "ლიბერალს" მწერალმა ირაკლი კაკაბაძემ განუცხადა, რომელიც დღეს გამართულ სასამართლო პროცესს ესწრებოდა.

"დაჩის ცემის კვალი ატყვია. სასამართლო პროცესზე მან თქვა, რომ ცოცხებით სცემეს და დაემუქნენ, არჩევნების შემდეგ, ნახავთ, რა დღეში ჩაგაგდებთო".

 

"პროცესი იყო სრულიად ფაშისტური, არ დაკითხეს ის მოწმე, რომელიც დაცვის მხარემ მოიყვანა, ადვოკატს არ მისცეს უფლება შეკითხვები დაესვა იმ მოწმეებისთვის, რომელთა ჩვენების საფუძველზეც დააკავეს ცაგურია და ალადაშვილი" - ამბობს ირაკლი კაკაბაძე "ლიბერალთან"

 

შეგახსენებთ, რომ დაჩი ცაგურია და ბექა ალადაშვილი სამართალდამცავებმა დღეს დააკავეს და მათ 10 - 10 დღიანი  ადმინისტრაციული პატიმრობა შეეფარდათ.

 

უფლებადამცველი დაჩი ცაგურია და ბექა ალადაშვილის დაკავების მიზეზად, პოეტი რატი ამაღლობელი, მომღეწრალ სოფო ნიჟარაძის მიმართ გაკეთებულ განცხადებას უკავშირებს. მისი  თქმით, მიმდინარ აქციაზე მან ნიჟარაძეს მიმართა, რომ ცოტა ხანი აღარ ემღერა.

 

მოვთხოვოთ მომღერალ სოფო ნიჟარაძეს, სთხოვოს თავის პრეზიდენტს, რომ გაათავისუფლოს დაჩი ცაგურია , - ამის შესახებ საპროტესტო აქციაზე პოეტმა რატი ამაღლობელმა განაცხადა. ინფორმაციას "ინტერპრესნიუსი" ავრცელებს




სტატიები
ფოტორეპორტაჟი

გამოკითხვა

რომელ კანდიდატს მისცემთ ხმას საპარლამენტო არჩევნებში?

Voted: 0

NED