საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადება

2012.09.21 ავტორი: TS

საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებით, სამხრეთ ოსეთის ადმინისტრაციულ საზღვართან ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიამ დააფიქსირა რუსეთის ფედერაციის შეიარაღებული ძალების რაოდენობის ზრდა. აღნიშნულზე სამინიასტრომ სპეციალური განცხადება გაავრცელა.

"უკანასკნელ პერიოდში, რუსეთის ფედერაციის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალურმა პირებმა არაერთხელ გააკეთეს განცხადება აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონების საოკუპაციო ხაზებთან საქართველოს მიერ სამხედრო ნაწილებისა და აღჭურვილობის ზრდის თაობაზე.  

 

აღნიშნულთან დაკავშირებით, 2012 წლის 21 სექტემბერს საქართველოში ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიამ გაავრცელა შემდეგი განცხადება:

 

„ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში ვრცელდებოდა განცხადებები, იმის შესახებ რომ სამხრეთ ოსეთის ადმინისტრაციულ საზღვართან სავარაუდოდ ადგილი ჰქონდა ქართული ჯარისა და პოლიციის შენაერთების განლაგებას. ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია, დამატებითი სადამკვირვებლო ჯგუფების მეშვეობით, ინტენსიურად ახორციელებდა მოცემული ცნობების მონიტორინგსა და შეფასებას და ამოწმებდა გავრცელებულ ინფორმაციას შესაბამის ორგანოებთან. მოცემული ქმედებების შედეგად, მისიამ ვერ აღმოაჩინა გავრცელებული ცნობების დამადასტურებელი რაიმე მტკიცებულება. მიუხედავად ამისა, ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიამ გააძლიერა პატრულირება, რათა აქტიურად დააკვირდეს ადგილზე არსებულ მდგომარეობას"– აღნიშნულია სამინისტროს განცხადებაში

 

 

სამინისტროს ცნობით, ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია დაჟინებით მოუწოდებს ყველა მხარეს თავი შეიკავონ ისეთი ქმედებებისაგან, რომლებმაც შესაძლოა საფრთხე შეუქმნას ადგილობრივი მოსახლეობის უსაფრთხოებას ადმინისტრაციული საზღვრის ორივე მხარეზე".

 

სტატიები
ფოტორეპორტაჟი

გამოკითხვა

რომელ კანდიდატს მისცემთ ხმას საპარლამენტო არჩევნებში?

Voted: 0

NED