NyTimes- ტელევიზიით გადაცემულმა პატიმართა წამების კადრებმა სახალხო მღელვარება გამოიწვია

2012.09.20 ავტორი: TS

ოთხშაბათს თანამდებობიდან გადადგა პენიტენციალური სისტემის უფროსი საქართველოში, მას შემდეგ, რაც ტელესადგურების მიერ გადაიცა კადრები, რომლებიც ასახავენ პატიმრებზე ძალადობის და გაუპატიურების ფაქტებს ციხის თანამშრომლების მხრიდან. 

ათასობით ადამიანი გამოვიდა ქუჩაში პროტესტის ნიშნად ოთხშაბათს, ხოლო პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა უმალვე დაგმო ძალმომრეობის და წამების ფაქტები და პირობა დადო, რომ დასჯილი იქნებიან დამნაშავეები. მან ასევე განაცხადა, რომ მოხდება პენიტენციალური სისტემის რეკონსტრუქცია.

 

გენერალურმა პროკურატურამ განაცხადა, რომ ციხის 10 მცველი და სხვა ჩინოვნიკები დაკავებულები არიან და მიმდინარეობს გამოძიება ადამიანის წამების და არაადმიანური მოპყრობის და დამცირების ფაქტებზე; ამასთან დაკავშირებით, ბრალდება წაუყენეს ერთ-ერთ ციხის ინსპექტორს, რომელსაც ეძებს პოლიცია. ბევრი ოფიცერი გადადგა, მათ შორის 33-წლის მინისტრი ხათუნა კალმახელიძე.

 

"რაც მოხდა გლდანის #8 პენიტენციალურ დაწესებულებაში, არის ადამიანისთვის საშინელი შეურაცხყოფა და ღირსების შელახვა" – განაცხადა სააკაშვილმა მას შემდეგ, რაც ოპოზიციურმა ტელეარხმა TV9-მ გადასცა სიუჟეტი ციხეში ადამიანების წამების და შეურაცხყოფების შესახებ.

 

ზოგიერთი ვიდეო მასალა იყო ძალიან მკაფიო, რომელზეც აღბეჭდილი იყო გაშიშვლებული მამაკაცი, რომელსაც პოლიციის ხელკეტით  აუპატიურებენ. მეორე კლიპში ნაჩვენებია, თუ როგორ ურტყამენ ფეხებს და სცემს ციხის დაცვის მრავალრიცხოვანი რაზმი იატაკზე წაქცეულ პატიმარს. უცნობია, როდის არის გადაღებული ეს კადრები, მაგრამ ხელისუფლებას ეჭვი არ შეაქვს მის აუთენტურობაში.

 

მიუხედავად მიხეილ სააკაშვილის დაპირებისა, რომ იზეიმებს სამართალი, ათასობით პროტესტანტი გამოვიდა თბილისის და საქართველოს სხვა ქალაქების ქუჩებში, რათა გამოეხატათ თავიანთი აღშფოთება და გულისწყრომა. მოახლოებულ საპარლამენტო არჩევნებთან დაკავშირებით, რომელიც 1 ოქტომბერს უნდა გაიმართოს, სააკაშვილის პოლიტიკურმა ოპონენტებმა უმალ გამოიყენეს ეს მამხილებელი ძალადობის ფაქტები, ხელისუფლების წინააღმდეგ კრიტიკის გასაძლიერებლად.

 

სააკაშვილი, რომელიც "ვარდების რევოლუციის" ლიდერი იყო 2003 წელს, მართავს ამ პოსტ-საბჭოთა რესპუბლიკას 2004 წლის იანვრიდან. მაგრამ მისი მმართველი პარტია, "ერთიან ნაციონალურ მოძრაობა", მძიმე გამოწვევის წინაშე დგას ოპოზიციური კოალიციის მხრიდან, რომელსაც ეწოდება "ქართული ოცნება" და რომელსაც მხარს უჭერს მილიარდერი ბიძინა ივანიშვილი.

 

"ეს საშინელებაა. საშინელებაა და საქმე იმაშია, რომ ჩვენ ეს ყველაფერი ვიცოდით", - განაცხადა "ქართული ოცნების" პრესსპიკერმა, მაია ფანჯიკიძემ, – "არავინ არ აქცევდა აქამდე ყურადღებას, თუ რა ხდებოდა ციხეებში".

 

თავდაპირველად, იყო მინიშნებები იმაზე, რომ ამ მოვლენების მხილებაში პოლიტიკამ დიდი როლი შეასრულა. გამოძიებასთან დაკავშირებულ განცხადებაში, პროკურატურამ განაცხადა, რომ ივანიშვილის პოლიტიკურმა მოკავშირემ, თამაზ თამაზაშვილმა, რომელიც არის ტუსაღი ციხეში, მოახერხა ამ ვიდეოს მიწოდება "მესამე პირისთვის, მნიშვნელოვანი საფასურის სანაცვლოდ". ივანიშვილი ასევე ფლობს ტელევიზიას - TV9.

 

სააკაშვილის მთავრობის მომხრეებმა განაცხადეს, რომ ციხეებში ასეთი სიტუაციის დამყარებას ხელი შეუწყო ხელისუფლების მიერ გამოცხადებულმა "ნულოვანი ტოლერანტობის" პოლიტიკამ მცირე დანაშაულობებისადმიდაც კი, რამაც გამოიწვია ციხეებში პატიმართა რიცხვის გაოთხკეცება – 6 000-დან (10 წლის წინათ), 24 000-მდე.

 

სააკაშვილმა ადრე კორუფციასთან ბრძოლის გზით, ფართო მხარდაჭერა მოიპოვა.

 

"ჩვენ მთელ რიგ წარმატებებს მივაღწიეთ მოქალაქეების უსაფრთხოების დაცვის მხრივ, მაგრამ აქვე გვაქვს მთელი რიგი პრობლემები, რომლებიც ძალიან სერიოზულია", – განაცხადა შოთა უტიაშვილმა, პრემიერ-მინისტრ ვანო მერაბიშვილის უფროსმა მრჩეველმა.

 

ადამიანის უფლებათა დამცველმა მონიტორინგის ჯგუფებმა აღშფოთება გამოთქვეს ბოლო წლებში საქართველოში სამართალდამცავ სისტემაში არსებული სიტუაციის გამო. ისინი აფრთხილებდნენ ხელისუფლებას იმ სავალალო შდეგების შესახებ, რომელიც ხშირად მოჰყვებოდა პოლიციელების მხრიდან მკაცრი ხელის გამოყენების პოლიტიკას და უთითებდნენ, რომ ნულოვანი ტოლერანტობის პოლიტიკას ხშირად მოსდევდა ხანგრძლივი დროითი სასჯელები უმნიშვნელო დანაშაულობებისთვის, რამაც გამოიწვია ქვეყნის ციხეების გადაჭედვა პატიმრებით.

 

2010 წლის მოხსენაბაში, ევროპის წამების წიააღმდეგ კომისიამ ციტირება მოახდინა გლდანის ციხეში მყოფი ყოფილი პატიმრისა, რომელიც საუბრობდა ციხეში არსებულ ფიზიკურ შეურაცხყოფებზე ციხის პერსონალის მხრიდან.

 

ადამიანები, რომლებმაც თავიანთ თავზე გამოსცადეს საქართველოს სასამართლო სისტემა, ამბობენ, რომ უსამართლო ძალმომრეობის და შეურაცხყოფების ფაქტები ჩვეულებრივი მოვლენაა საქართველოში.

 

"მე მრავალჯერ მინახავს ჩემი თვალებით, თუ როგორ სცემდა ციხის პერსონალი ადამიანებს", – განაცხადა ერთმა 30 წლის ახალგაზრდა კაცმა, რომელიც ამ წელს საქართველოს ციხიდან გამოუშვეს, შვიდწლიანი პატიმრობის შემდეგ, საიდანაც ერთი წელი იმ ციხეში გაატარა, სადაც გადაღებულია ეს ვიდეო მასალა. ეს კაცი დაადანაშაულეს ქურდობაში, რომელსაც ის უარყოფს.

 

"მე ხშირად მცემდნენ", – განაცხადა ყოფილმა პატიმარმა, რომელმაც არჩია ანონიმურად დარჩენა, ვინაიდან ეშინია ხელისუფლების, – "ეს ჩვეულებრივი ამბავია".

 

საქართველოს სახალხო დამცველის ანგარიშში, რომელიც გაკეთდა სასამართლო ექსპერტიზის დასკვნების მიხედვით, ნათქვამია, რომ 2011 წელს გარდაცვლილი პატიმრებიდან 30 პროცენტს აღენიშნება ფზიკური დაზიანებები და ფზიკური ძალადობის ნიშნები. "ფიზიკური დაზიანებები შესამჩნევი იყო 140-დან 40 გარდაცვლილი პატიმრის სხეულზე" – ნათქვამია ანგარიშში.

 

სააკაშვილმა პირობა დასდო, რომ ბოლოს მოუღებს ძალადობას. "ამ საღამოს მე ვეუბნები ასეთი არაადამიანური ქმედებების მსხვერპლებს და მთელ ერს, რომ საქართველო, რომელიც ჩვენ ავაშენეთ და რომელსაც ჩვენ ყველა ერთად ვაშენებთ არ დაუშვებს და ვერ იქნება ტოლერანტული მსგავსი ქმედებების მიმართ – არც ციხეებში და არც სადმე სხვაგან", – თქვა მან.

 

 

ინგლისურიდან თარგმნა: 

ალექსანდრე ქვარცხავამ 

სტატიები
ფოტორეპორტაჟი

გამოკითხვა

რომელ კანდიდატს მისცემთ ხმას საპარლამენტო არჩევნებში?

Voted: 0

NED