დასავლური მედია შოკშია: გენმოდიფიცირებულ სიმინდით გამოკვებილი ვირთხები, კიბოთი დაავადნენ

2012.09.20 ავტორი:

მსოფლიოში, სასურსათო უსაფრთხოებასთან დაკავშირებით, დიდი სკანდალი მწიფდება. როგორც საინფორმაციო სააგენტო Reuters-ი იტყობინება (აშშ), ცნობილი გახდა საიდუმლო ექსპერიმენტის შედეგი, რომელიც ტარდებოდა ვირთხებზე.

კვლევები ტარდებოდა გასაიდუმლოებულ გარემოში. საცდელ ვირთხებს 2 წლის განმავლობაში აჭმევდნენ ამერიკული კომპანია Monsanto-ს მიერ წარმოებული სიმინდით.

 

საცდელ ვირთხებს აჭმევდნენ ამერიკული კომპანია Monsanto-ს მიერ წარმოებულ სიმინდს. ცხოველებს აღმოაჩნდათ პინგ-პონგის სათამაშო ბურთის ზომის სიმსივნე.



როგორც საინფორმაციო სააგენტო Интерфакс იტყობინება, ევროკომისიამ თავის დროზე ნება დართო შეესყიდათ და მოეყვანათ გენმოდიფიცირებული ამერიკული სიმინდი ევროპაში. ეს იმით აიხსნა, რომ არ იყო არანაირი მტკიცება იმისა, რომ ეს პროდუქტი იყო საზიანო ადამიანის ჯანმრთელობისთვის.



ევროკომისიის ოფიციალურმა წარმომადგენელმა ფრედერიკ ვენსანმა განაცხადა, რომ ნებისმიერი გენმოდიფიცირებული პროდუქტი, რომელიც გათვალისწინებულია ევროკავშირში გასაყიდად, აუცილებლად გადის სამთვიან ტესტირებას ბაზარზე გამოსვლამდე.



ცდები ჩატარდა 200 ვირთხაზე, რომლებიც დაყოფილი იყო სამ ჯგუფად. პირველ ჯგუფს კვებავდნენ მხოლოდ გენმოდიფიცირებული სიმინდით. მეორე ჯგუფს – მოდიფიცირებულით, მაგრამ რომელმაც გაიარა დამუშავება მსოფლიოში ყველაზე გავრცელებული ჰერბიციდით Roundup. მესამე ჯგუფს – ჩვეულებრივი სიმინდით, რომელიც დამუშავებული იყო ჰერბიციდით.


კვლევამ აჩვენა, რომ სიკვდილიანობის უფრო მნიშვნელოვნად მაღალი მაჩვენებელი იყო იმ ცხოველებში, რომლებსაც კვებავდნენ მოდიფიცირებული სიმინდით და პესტიციდებით.



კვლევის შედეგების პრეზენტაცია 26 სექტემბერს, საფრანგეთში  გაიმართება, სადაც აჩვენებენ ფილმს "ჩვენ ყველანი საცდელი ცხოველები ვართ!"

 

გენეტიკურად მოდიფიცირებული პროდუქტების წინააღმდეგ მებრძოლმა ევროდეპუტატმა მოითხოვა, რომ ბრიუსელმა სასწრაფოდ აკრძალოს ასეთი კულტურების გამოყენება ევროპაში.

                                                                             

                                                                               

თარგმნა ალეკო ქვარცხავამ 

 

http://www.newsru.com/world/19sep2012/rats.html

 

http://www.reuters.com/article/2012/09/19/us-gmcrops-safety-idUSBRE88I0L020120919

სტატიები
ფოტორეპორტაჟი

გამოკითხვა

რომელ კანდიდატს მისცემთ ხმას საპარლამენტო არჩევნებში?

Voted: 0

NED