ick.ge-ს ხელმძღვანელი ლაფანყურში პანიკას არ ადასტურებს

2012.08.29 ავტორი: TS

კახეთის საინფორმაციო ცენტრის ხელმძღვანელის, გელა მთვლიშვილის ინფორმაციით, სოფელ ლაფანყურში პანიკა არ შეინიშნება. მისი ინფორმაციით, რამდენიმე წუთის წინ, შინაგან საქმეთა და თავდაცვის სამინისტროებმა ლოპოტას ხეობაში ქვედანაყოფები ისევ შეიყვანეს.

სოფელ ლაფანყურში ჯარისკაცებით სავსე 8 სატვირთო მანქანა და პოლიციის ოცზე მეტი „პიკაპი“ დგას. ხეობაში დამატებით 2 სასწრაფო სამედიცინო დახმარების მანქანაც შევიდა, მათ შორის, ერთი კაატასტროფის მედიცინის ცენტრის ბრიგადა.

 

კახეთის საინფორმაციო ცენტრი, რომლის ხელმძღვანელი ამჟამად სოფელ ლაფანყურში იმყოფება, ასევე ავრცელებს ინფორმაციას, პოლიციის მიერ სპეცოპერაციას დაღამებისთანავე განახლების შესახებ.

 

ick.ge -მოამზადა  ვიდეომასალა ლაფანყურიდან -- რას ფიქრობენ სპეცოპერაციის ზონაში მაცხოვრებლები

 შსს -მიერ გავრცელებული ინფორმაციით,  საქართველო – რუსეთის საზღვართან, საქართველოს ტერიტორიაზე აღმოჩენილია შეიარაღებული ჯგუფი და ქართული მხარე აღნიშნული ჯგუფის დევნის ოპერაციას ახორცილებს. 

ოპერაციის ჩატარება შსს გუშინ გვიან ღამით დაიწო. 

 

 

სტატიები
ფოტორეპორტაჟი

გამოკითხვა

რომელ კანდიდატს მისცემთ ხმას საპარლამენტო არჩევნებში?

Voted: 0

NED