შსს ინფორმაცია საქართველო– დაღესტნის საზღვარზე დაღუპულთა შესახებ

2012.08.29 ავტორი: TS

საქართველო– დაღესტნის საზღვარზე, სპეცოპერაციის დროს, შსს თანამშრომლები, სოლომონ წიკლაური და არჩილ ჩოხელი, თავდაცვის სამინისტროს სამხედრო ექიმი ვლადიმერ ხვედელიძე გარდაიცვალა – აღნიშნულზე ინფორმაციას შსს ავრცელებს

შსს ინფორმაციით, მათ მიერ შეიარაღებული დაჯგუფების მიმართ დევნის ოპერაციის განხორციელების დროს დაიღუპა სპეცდანიშნულების რაზმის 3 თანამშრომელი და დაიჭრა 5.

 

რაც შეეხება დივერსანტთა ჯგუფს, ლიკვიდირებულია შეიარაღებული დაჯგუფების 11 წევრი. ამჟამად ალყაშია მოქცეული 6 დივერსანტი. მიმდინარეობს მათი დაკავების ღონისძიება. შსს მწუხარებას გამოთქვამს და უსამძიმრებს გარდაცვლილების ოჯახებს. 

 

აღნიშნულ საკითხზე შს მინისტრის მოადგილე შოთა ხიზანიშვილმა ბრიფინგი კახეთის რეგიონის პოლიციის მთავარ სამმართველოში გამართა.

სტატიები
ფოტორეპორტაჟი

გამოკითხვა

რომელ კანდიდატს მისცემთ ხმას საპარლამენტო არჩევნებში?

Voted: 0

NED