"ქართული ოცნება" ფოთის ყოფილი მერის პასუხისმგებლობას ითხოვს [Video]

2012.08.29 ავტორი: TS

"ქართული ოცნების" შტაბი იწყებს იმ 3 ათასი მესაკუთრის უფლებების დაცვას, რომელთაც ფოთის ყოფილმა მერმა, ვახტანგ ლემონჯავამ უკანონოდ დაუნგრია კერძო საკუთრებაში არსებული ქონება, გარაჟები და კომერციული ფართები. შეინიშნება მერის უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებისა და სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნები"– განაცხადა დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე კოალიციის ფოთის მაჟორიტარობის კანდიდატმა ეკა ბესელიამ. 

 

,

ეკა ბესელია და ლევან იზორია

ეკა ბესელია და ლევან იზორია

ბესელიას განცხადებით, გამოძიების დაწყების მოთხოვნით კოალიცია პროკურატურისთვის წერილობით მიმართვას გეგმავს და ლემონჯავასთან ერთად დემონტაჟის პროცესში მონაწილე ყველა პირის დასჯას ითხოვს. მისი თქმით, მერიას რის საფუძველზე ახდენდა დემონტაჟს, სამართლებრივი დოკუმენტი არ გამოუცია. 

 

"საკუთრების უფლების ხელყოფა, როდესაც ამას ახორციელებს მოხელე ეს არ არის მხოლოდ სამოქალაქო, ადმინისტრაციული დავა, აქ არის სისხლის სამართლის დანაშაული"– აღნიშნა ბესელიამ.

 

მისი განმარტებით, 1ოქტომბრის არჩევნების შემდეგ უფლებაშელახული მესაკუთრეების ინტერესებს სასამართლოში მათი ადვოკატები დაიცავენ. ბესელიას განცხადებით, იმსჯელებენ მოქალქეებისთვის საკუთრების აღდგენის სამართლებრივი გზებზე და დღის წესრიგში დადგება კომპენსაციის გაცემის საკითხი.

 

ჩხოროწყუს მაჟორიტარი კანდიდატის, ლევან იზორიას განცხადებით, ფოთის ყოფილმა მერმა მოქალაქეებს საკუთრებები შანტაჟისა და მუქარის გზით დაანგრევინა. იზორია მოქალქეების დოკუმენტაციას პირადად გაეცნო.  მისი თქმით, მათ საკუთრების დამადასტურებელი ყველა დოკუმენტი აქვთ, თუმცა პირად საუბრებში აცხადებენ, რომ მერიამ ან ძალით, ან იძულების გზით დანგრევინა.

 

იზორიას განმარტებით, ხელისუფლების არგუმენტი, რომ მოქალაქებს საკუთრება თავის დროზე უკანონოდ გადეცათ და ამ მიზეზით დაუნგრიეს კანონთან წინააღმდეგობაში მოდის. მისი თქმით, არსებობს "კანონიერი ნდობის" ნორმა. 

 

–"მესაკუთრეებს დაუნგრიეს საკუთრებები იმ საბაბით, რომ თითქოს თავის დროზე უკანონოდ გადაეცათ საკუთრებაში.  იმ პერიოდში ეს იყო კანონიერი, მაგრამ გარკვეული წლების შემდეგ მას ეუბნებიან რომ ეს იყო უკანონო. მესაკუთრის უფლება მაინც დასაცავია, რადგან მას აქვს კანონიერი ნდობა და იმ დროს მან კანონის დაცვიით შეიძინა, ააშენა, დაირეგისტრირა საკუთრება. ამიტომ ფოთის მერიამ მათ უნდა გადაუხადოს კანონით დაწესებული კომპენსაცია"– განაცხადა იზორიამ.

 

 

ყოფილი მერის, ამჟამად "ნაციონალური მოძრაობის" ჩხოროწყუს მაჟორიტარი კანდიდატის, ვახტანგ ლემონჯავას მიერ მოქალაქეებისთვის საკუთრების უკანონოდ ნგრევის ფაქტებზე პრესკონფერენცია ბესელიას საარჩევნო შტაბში მოაწყო.

 

ფოთის მერის, ვახტანგ ლემონჯავას გადაწყვეტილებით, 2010– 2012წწ ქალაქის მასშტაბით სულ 3 ათასამდე ავტოფარეხი დაინგრა, საიდანაც, ლემონჯავას განცხადებით, 300-მდე მესაკუთრეს საკუთრების დამადასტურებელი ყველა დოკუმენტი ჰქონდა, თუმცა მერიას კომპენსაცია არც ერთ შემთხვევაში არ გაუცია.

 

ამავე თემაზე:


კეთილმოწყობა კერძო საკუთრების ხელყოფის ხარჯზე


ფოთის მერი კერძო საკუთრებებს უკანონოდ ხელყოფს


ფოთის მერია ისევ ანგრევს


ფოთის მერის სამმაგი კომბინაციური სვლა


ფოთის მერმა კიდევ ერთი საკუთრება უკანონოდ დაანგრევინა [video]


ფოთის მერია მოქალაქეს საკუთრების დემონტაჟს აიძულებს [Video]



tspress.ge მოქალაქეებს უკანონოდ ჩამორთმეული საკუთრების უფლების აღდგენაში დაეხმარება


მესაკუთრე ფოთის მერიას კომპენსაციას თხოვს [Video]


დაზარალებულ მესაკუთრეებთან შეხვედრაზე ფოთის ხელისუფლება არ მივიდა


ხელმოწერების კამპანია საკუთრების უფლებაშელახულთა დასაცავად [Video]



 

 

 

 

 

 

 

სტატიები
ფოტორეპორტაჟი

გამოკითხვა

რომელ კანდიდატს მისცემთ ხმას საპარლამენტო არჩევნებში?

Voted: 0

NED