საქართველოდან დევნილ "როკერას" ისევ ემუქრებიან

2012.08.14 ავტორი: Eliso Janashia

საქართველოდან პოლიტიკური ნიშნით დევნილმა, ეკატერინე ლემონჯავამ, რამდენიმე წუთის წინ, facebook-ის საკუთარ გვერდზე, მის მიმართ განხორციელებული დევნისა და მუქარის შესახებ, მორიგი განცხადება გააკეთა.

"როკ-კლუბში, კოფილ თანამშრომელს გუშინ დაუკავშირდა ვინმე killgeodreem killgeodreem, 23 года, რომელიც მას და მე დაგვემუქრა, თუკი საქართველოში დავბრუნდებოდით. ვაცხადებ, რომ ჩემს მიმართ (უკევ როკ კლუბის თანამშრომლების მიმართაც) ისევ გრძელდება მუქარები და ფსიქოლოგიური ზეწოლა. სანამ შინაგან საქმეთა სამინისტროს (უშიშროების სამახურის) მიერ ჩემს მიმართ განხორციელებული ფაქტი არ არის გამოძიებული, მომხდარს ვაძლევ პოლიტიკურ სარჩულს და მოვითხოვ, ჩემი და ჩემი თანამრომლების მიმარ დევნის შეწყვეტას".

 

ეკატერინე ლემონჯავა TSpress.ge-სთან საუბრისას აცხადებს, რომ მისი კლუბის დაცვის სამსახურის ყოფილ წევრს, დღეს მისწერა ვიღაც უცნობმა, მისი ადგილსამყოფელით დაინტერესდა და დაიმუქრა: "სადაა ახლა ლემონჯავა ყ...ქალა? დედას მ.....თ! შენ და ეკა ლემონჯავას დედა გყავთ მო....ლი!" ლემონჯავას მიაჩნია, რომ მუქარა ისევ უშიშროებიდან (კუდი - ავტ) მოდის. ის საკუთარ ადვოკატს უკვე დაუკავშირდა.

 

შეგახსენებთ, რომ ეკატერინე ლემონჯავა ქართული ოცნების" მხარდამჭერია. ის თბილისში როკ-კლუბის მეპატრონე იყო. ლემონჯავამ მიმდინარე წლის 27 იანვარს, კუდ-ის მიერ მისი გადაბირების მცდელობის ფაქტი გაახმაურა. მისი განცხადებით, მას ქუჩაში ორი უცნობი მამაკაცი დახვდა, რომლებმაც ის ძალის გამოყენებით რუსთაველის #26-ში მდებარე პოლიციის შენობაში წაიყვანეს.

 

-"მათ მეტალოდეტექტორზე შემამოწმეს, შემდეგ შეურაცხყოფა, მუქარა და გინება დამიწყეს და მათთან თანამშრომლობას მთხოვდნენ. ჩემს მიმართ ფსიქოლოგიური ტერორი იქამდე გაგრძელდა, რომ მე მათ მოთხოვნას დავემორჩილე და დავწერე, რომ მათთან კონსპირაციულ რეჟიმში თანამშრომლობაზე თანახმა ვიყავი. მათ მეტსახელად "როკერა" დამარქვეს და მხოლოდ ამის შემდეგ გამათავსუფლეს. ამის შემდეგ მე სოზარ სუბარსა და ჟურნალისტ შალვა რამიშვილს დავუკავშირდი. შალვა რამიშვილთან ერთად მივედი იმ შენობაში, სადაც უცნობმა ადამიანებმა მიმიყვანეს. იქ ამოვიცანი ერთ-ერთი სამართალდამცველი, რომელიც ჩემს გადაბირებას ცდილობდა," - განაცხადა ლემონჯავამ.  

 

მისი განცხადებით, მისგან მოითხოვდნენ, რომ ქვეყნის ინტერესების გამო, გარკვეულ ადამიანებზე ინფორმაცია მიმეწოდებინა უშიშროების სამსახურისთვის. მას სახელიც კი შეურჩიეს - "როკერა".

 

-"მაგრამ მაპატიოს ჩემმა სამშობლომ, თუ ამ შემთხვევაში ჩემი ღირსება უფრო მაღლა დავაყენე", - განაცხადა მაშინ ლემონჯავამ და მომხდარზე წერილობით საქართველოს მთავარ პროკურორს მურთაზ ზოდელავას მიმართა. მიუხედავად იმისა, რომ ის ასახელებდა მისამართს, ასევე გადაცემა აკრედიტაციის გარეშე"- ში მან პირადად ამოიცნო ე.წ. "დამვერბოვკებელი", საქართველოს სამართალდამცავ ორგანოებს ფაქტი არ გამოუძიებიათ.

  

ლემონჯავაზე ზეწოლა ამის შემდეგაც გაგრძელდა, რის შემდეგაც მან დახურა კლუბი და სოციალური ქსელის საშუალებით განცხადება გაავრცელა:

 

-„ბოლო დროს ჩემს მიმართ განვითარებული მოვლენების შემდეგ მივხვდი, რომ შიში, რომელიც ამ ყველაფრის შემდეგ მაქვს (როკ კლუბში პროვოკაციის მოწყობის, შემთხვევითი გაურკვევლობების, როკ კლუბში მოსული ახალგაზდების უსაფრთხოების, და ა. შ ) ვერ გადავლახე - მე ვცხოვრობ იმ ქვეყანაში, რომელსაც მორალი არ გააჩნია. მე კლუბს ვხურავ იმიტომ, რომ სხვანაირად თქვენ ვერ დაგიცავთ.“

 

ამის შემდეგ ლემონჯავამ საქართველო დატოვა და ევროპაში პოლიტიკური თავშესაფარი ითხოვა. ის თავშესაფარს ნორვეგიაში ელოდება და რამდენიმე თვეა, იქაურ დევნილთა ბანაკში ცხოვრობს.

 

 

ეკატერინე ლემონჯავა TSpress.ge-ს პერიოდულად საკუთარ ბლოგებს აწვდიდა. ის, ბოლო მუქარის, მის მიერ გამოქვეყნებულ ბლოგებთან კავშირს არ გამორიცხავს: 

 

მეზიზღება სისტემა, რომელმაც ეს შიში მომანიჭა


 „А я сожаю алюминевые огурцы “ ანუ მე და ჩემი გამბიელი მეგობარი


ერზე, რომელმაც დედები უცხო ქვეყანაში სხვისი მოსამსახურე გახადა, ძმები და ქმრები კი მომპარავები...



ამავე თემაზე: 

 

 

"ქართული ოცნების" მხარდამჭერს უშიშროებასთან თანამშრომლობას აიძულებდნენ


"როკერა": „მე ვცხოვრობ ქვეყანაში, რომელსაც მორალი არ გააჩნია“

 

სტატიები
ფოტორეპორტაჟი

გამოკითხვა

რომელ კანდიდატს მისცემთ ხმას საპარლამენტო არჩევნებში?

Voted: 0

NED