დავით მოძმანაშვილი ოლიმპიური ფინალისტია

2012.08.11 ავტორი: TS

ლონდონის ოლიმპიადაზე, თავისუფალი სტილით ვაჟ მოჭიდავეთა პირველობაზე დავით მოძმანაშვილი ფინალში გავიდა. 

დავით მოძმანაშვილი

დავით მოძმანაშვილი

ფინალისტი 120 კგ წონით კატეგორიაში ასპარეზობდა.

 

ქართველი მოჭიდავე თავის პირველ შეხვედრაში მექსიკელ ხოსე პრუდენტე რუიზ ფლორესს დაუპირისპირდა და 4:0 მოიგო. მოძმანაშვილი მეოთხედფინალში ყაზახ მოჭიდავე დაულეტ შაბანბაის შეხვდა და ის მეორე სეტში (4:0; 1:0) დაამარცხა.

 

მოძმანაშვილი ½1/2-ფინალში რუსეთის წარმომადგენელ, მსოფლიოს 3-გზის ჩემპიონ ბილიალ მახოვს დაუპირისპირდა და ფინალში გავიდა.

 

სტატიები
ფოტორეპორტაჟი

გამოკითხვა

რომელ კანდიდატს მისცემთ ხმას საპარლამენტო არჩევნებში?

Voted: 0

NED