ირაკლი სესიაშვილი - აგვისტოს ომის თავიდან აცილება ხელისუფლების ვალდებულება იყო

2012.08.08 ავტორი: TS

შეიძლებოდა თუ არა 2008 წლის აგვისტოს მოვლენების თავიდან  აცილება? შეიძლებოდა თუ არა, რომ დაძაბული სიტუაციის განმუხტვა  მოლაპარაკებებით მომხდარიყო და საერთოდ, ვინ გაისროლა პირველი ტყვია და რატომ?

ფოტო/გიორგი აბდალაძე

ფოტო/გიორგი აბდალაძე

ამ კითხვევბზე ცალსახა პასუხი არ არსებობს,  ექსპერტებისა და პოლიტიკოსების ერთ ნაწილს მიაჩნია, რომ ომის თავიდან აცილება  შესაძლებელი იყო, მეორე ნაწილს კი მიაჩნია, რომ მაშინ, როდესაც  სამხედრო მანქანა ჩართულია, ომის დაწყების შანსი თითქმის 100%-ს  უტოლდება.

 

tspress.ge სამხედრო ექსპერტ, გიორგი თავდგირიძეს, ჟურნალისტ ალეკო ელისაშვილს, კოალიცია "ქართული ოცნების" ერთ-ერთ ლიდერს, სამხედრო ექსპერტ ირაკლი სესიაშვილს ესაუბრა.

 

ჟურნალისტი ალეკო ელისაშვილი, რომელიც 2008 წლის აგვისტოს ომის ერთ-ერთი მონაწილეა. მისი თქმით, ომის თავიდან აცილება ხელისუფლებას შეეძლო, მაგრამ სააკაშვილმა ეს არ, ან ვერ გააკეთა.

 

-“დღეის გადასახედიდან შეიძლება თამამად ითქვას, რომ ხელისუფლებას ამ ომის თავიდან აცილება შეეძლო და თანაც ძალიან მარტივად, რუსები ქართულ სოფლებს მანამდეც ბომბავდნენ, მაგრამ აგვისტომდე იქ ომის არ დაწყებულა. რუსებმა ეს ყველაფერი კარგად დაგეგმეს და ჩვენდა საწუხაროდ, კარგადაც განახორციელეს”, - ამბობს ელისაშვილი.

 

იგივე პოზიცია აქვს ექსპერტს უშიშროების საკითხებში ირაკლი სესიაშვილს. მისი თქმით, ომის თავიდან აცილება შესაძლებელი იყო. უფრო მეტიც, ეს იყო

ხელისუფლების ვალდებულებაც.

 

-“ომი ერთი წუთში, ერ საათში არ ერთ თვეში არ იწყება, ომისთვის ხდება მზადება და ომამდე პოლიტიკოსები მიდიან. პუტინის აგრესიული პოლიტიკს შესრულებას კი ხელი საქართველოს ხელისუფლებამ შეუწყო. არადა, სააკაშვილს ჰქონდა იმის შესაძლებლობა, რომ ეს ყველაფერი თავიდან

აეცილებინა. მაგრამ ის უგუნური პოლიტიკოსია და შესაბამისად, იმ

პერიოდში ასევე უგუნურად იმოქმედა”, - აღნიშნა სესიაშვილმა.

 

თუმცა სესიაშვილის თქმით, პრობლემა მხოლოდ ის აარაა, რაც 2008 წელს მოხდა. მისი თქმით, მას შემდეგ ქვეყნის პირველი პირი და მისი მთავრობა ყველანაირად ცდილობს, რომ ქართველებს აფხაზეთი და “სამხრეთ ოსეთი” მიგვავიწყებინოს.

 

“ამაზე მეტყველებს მიხეილ სააკაშვილის საპარლამენტო გამოსვლებიც, განსაკუთრებით ბოლო გამოსვლა, სადაც მას არც ცხინვალი და არც სოხუმი არც ერთხელ არ უხსენებია. გარდა ამისა, ხელისუფლება დღეს არანაირი უნარი და რესურსი არ გააჩნია იმისა, რომ კონფლიქტის მოგვარების მიმართულებით რაიმე ნაბიჯები გადადგას.

 

ჯერ ამბობდნენ, რომ რუსეთთან დიალოგს არ დაიწყებდნენ, თუ ის აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის აღიარების საკითხს უკან არ წაიღებდნენ. შემდეგ პოზიცია შეიცვალეს და ამბობენ, რომ დაილოგს უპირობოდ დავიწყებთო, მაგრამ ყოველ ასეთ განცხადებას ფეხდაფეხ მოჰყვება რუსეთის ლანძღვა, რაც ეჭვს ბადებს, რომ სააკაშვილის ხელისუფლებას რუსეთის მხრიდან დიალოგზე წამოსვლა რეალურად არ აწყობს”, - მიაჩნია ექსპერტს.

 

სამხედრო ექსპერტი გიორგი თავდგირიძე კი ამბობს, რომ იმის ცალსახად და ერთმნიშვნელოვნად თქმა, რომ ომის თავიდან აცილება შეიძლებოდა, ცოტა რთულია.

 

“ცალსახად და ერთმნიშვნელოვნად იმის თქმა, რომ ომის თავიდან აცილება შეიძლებოდა, ცოტა რთულია. ომის თავიდან აცილების შემთხვევაში ჩვენ მოგვიწევდა გარკვეულ დათმობებზე წასვლა, რაც გამოიწვევდა ორიენტაციის შეცვლას. ეს საბოლოო გამოიწვევდა რუსეთის სატელიტზე დაბრუნებას და ამით მთლიანად წყალში ჩაგვეყრებოდა ის ბრძოლა, რაც აქამდე გამოვიარეთ. არავის არ აქვს უფლება, რომ ქვეყნის სუვერენიტეტი რაღაცაზე გაცვალოს.

 

“აშკარა იყო, რომ იმ პერიოდში რუსეთის სამხედრო მანქანა აქტიურად მუშაობდა, როცა მანქანა მუშაობს მან ეს ძალა ან შიდა სიტუაციის დასამშვიდებლად უნდა გამოიყენოს, ან თოფი გარეთ უნდა გაისროლოს. თოფი კი 2008 წლის აგვისტოში გავარდა, სხვა საკითხია რა იყო მიზეზი, მაგრამ ცხადია, რომ პირველი კარგად ამუშავებულმა სამხედრო მანქანამ ისროლა”, - აღნიშნა თავდგირიძემ.

 

რა შეიცვალა ამ 4 წლის განმავლობაში, ამაზეც ექსპერტებს განსხვავებული პოზიცია აქვთ. ნაწილი ფიქრობს, რომ სამხედრო-თავდაცვის მიმართულებით რეალურად არაფერი შეცვლილა და ახალაიას მიერ შექმნილი თავდაცვის სამინისტრო (ახლა უკვე შაშკინის უწყება) ქვეყნის თავდაცვის გარანტი ვერ იქნება. მეორე ნაწილს კი მიაჩნია, რომ მართალია დაგვიანებით, მაგრამ ბოლო ერთი წლის განმავლობაში ამ მიმართულებით სერიოზული ნაბიჯები

გადაიდგა.

 

“როგორც საქართველოს მთავარსარდალი სააკაშვილი ვერ იქნება ქვეყნის თავდაცვის გარანტი, ისე ვერ იქნება ბაჩო ახალაიას მიერ შექმნილი თავდაცვის სამინისტრო საქართველოს თავდაცვის გარანტი”, - ამბობს სესიაშვილი.

 

“ამ 4 წლის განმავლობაში შეიარაღებულ ძალები გარკვეული დაძაბულობა იყო, ადგილი ჰქონდა გადაცდენებსაც, მაგალითად, მოხდა რამდენიმე ჯარისკაცის დაკავება და მერე გამოშვება. მაგრამ საბოლოო ჯამში შეიარაღებულ ძალებში რეფორმების გატარება მაინც გაგრძელდა. ბოლო ერთი წლის განმავლობაში კი რეფორმებს უფრო სერიოზული სახე ჰქონდა, ვგულისხმობ სამხედრო მანქანების შექმნას და ა.შ. თუმცა კარგი იქნება, თუ რეფორმებისადმი მიდგომა იქნება მეთოდური და არა სპონტანური”, - აღნიშნა თავდგირიძემ.

 

 

 

 

სტატიები
ფოტორეპორტაჟი

გამოკითხვა

რომელ კანდიდატს მისცემთ ხმას საპარლამენტო არჩევნებში?

Voted: 0

NED