ნინა ხატისკაცი TI-ს ხელმძღვანელებს შანტაჟში ამხელს და ფარულ აუდიოჩანაწერს აქვეყნებს

2012.08.02 ავტორი: TS

"საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს" (TI) პროგრამების ყოფილი მენეჯერი, ნინა ხატისკაცი სამსახურიდან შანტაჟის გზით გათავისუფლებასა და ყოფილი ხელმძღვანელობისგან მიღებული დაპირებებზე ფარულ აუდიოჩანაწერს "მე-9 არხთან" ასაჯაროვებს. ხატისკაცმა ჩანაწერი მას შემდეგ გამოაქვეყნა, რაც ორგანიზაციის გამგეობის თავმჯდომარის მარკ მალენის ამერიკაში მოულოდნელად გამგზავრების გამო, გუშინ გამგეობის დაგეგმილი სხდომა ჩაიშალა. 

ნინა ხატისკაცი

ნინა ხატისკაცი

ნინა ხატისკაცის განცხადებით, მარკ მალენმა და ეკა გიგაურმა ის შანტაჟის გზით გაათავისუფლა. მისი თქმით, ხელმძღვანელობამ სამსახურის დატოვება და სვანეთში, სადაც მას ოჯახი ჰყავს, წასვლა ურჩია. 

 

ხატისკაცის განმარტებით, მას ე.წ. შვებლების აღება მოთხოვეს და ინტერვიუების მიცემაც აუკრძალეს. არდათანხმების შემთხვევაში კი, ხატისკაცს განუმარტეს, რომ კომპენსაცია არ მიეცემოდა, მალენის განმარტებით კი ორგანიზაცია მასზე კარგ რეკომენდაციასაც არ გასცემდა, რაც მისთვის მომავალი სამუშაოს მოძებნაში ხელის შემშლელი ფაქტორი იქნებოდა. 

 

-"ეს იყო ერთგავარი შანტაჟი და ზეწოლა იმასთან დაკავშირებით, რომ მე მათ დასახულ, მოგონილ გეგმას არ დავექვემდებარებოდი, მე შესაძლებელია შემქმნოდა პრობლემები,"– აცხადებს "მეცხრე არხთან" მიცემულ ინტერვიუში ხატისკაცი.

 

აუდიოჩანაწერში მარკ მალენი საუბრობს იმაზე, რომ მას არ სურს ხატისკაცის გათავისუფლების სამართლებრივ მიზეზებე საუბარი, ამიტომ ის ხატისკაცს "ჩუმად" წასვლას და მომხდარის არგახმაურებას" ურჩევს.

 

–"თუ შენ გადაწყვიტე, რომ შენთვის მნიშვნელოვანია მსოფლიოს უთხრა, რომ უსამართლოდ მოგექცნენ, მაშინ მსოფლიო მოვა ჩვენთან და გვეტყვის, რომ ნინას მოვექეცით უსამართლოდ. ჩვენ მოგვიწევს ამაზე პასუხის გაცემა. მე არ მინდა ამ პასუხის გაცემა, ჩვენ გავცემთ ამ პასუხს, მაგრამ მე არ მინდა, მე მირჩევნია ამაზე არ ვილაპარაკო. მე მირჩევნია ვთქვა, რაიმე მსგავსი: იცით რა, ნინა დიდი ხანია მუშაობდა ჩვენთან და ძალიან კარგი რამ გააკეთა, მას ჰყავს პატარა ბავშვი, მას უნდოდა წასვლა და ჩვენ მას მხარი დავუჭირეთ და ის არაჩვეულებრივი ადამიანია,"– ამბობს ჩანაწერში მალენი.

 

"საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს" (TI) პროგრამის მენეჯერი ნინა ხატისკაცი, დაკავებული თანამდებობიდან 23 ივლისს გაათავისუფლეს. მიზეზად ორგანიზაციის აღმასრულებელმა დირექტორმა, ეკა გიგაურმა შიდა საორგანიზაციო საკითხები დაასახელა და არა პოზიციის შეუთავსებლობა. მოგვიანებით, ხატისკაცის გათავისუფლებაზე ორგანიზაციამ სპეციალური განცახდება გაავრცელა, სადაც იგივე მიზეზი დაასახელა და განმარტა, რომ TI– ს აღელვებს ის განცახდებები, რომლებმაც შეიძლება საფრთხე შუქმნან ორგანიზაციის იმიჯს.

 

ხატისკაცი გათავისუფლებას უსაფუძვლოდ მიიჩნევს.

 

 

ამავე თემაზე:

 

ნინა ხატისკაცი TI -დან გაათავისუფლეს


TI-ს აღმასრულებელი დირექტორი ნინა ხატისკაცის გათავისუფლების შესახებ


TI - ჩვენ გვაღელვებს ის განცხადებები, რომლებმაც საფრთხე შეიძლება შეუქმნან ორგანიზაციის იმიჯს


ხატისკაცის გათავისუფლების უფრო დამაჯერებელ არგუმენტებს ითხოვენ


ვინ შეინარჩუნებს საზოგადოების ნდობას - TI-ს ხელმძღვანელობა თუ ხატისკაცი?


ნინა ხატისკაცის პროექტები ლევან ნატროშვილმა და გია გვილავამ გადაიბარეს






სტატიები
ფოტორეპორტაჟი

გამოკითხვა

რომელ კანდიდატს მისცემთ ხმას საპარლამენტო არჩევნებში?

Voted: 0

NED