ჟურნალისტის პირადი მიმოწერის უნებართვოდ გასაჯაროების ფაქტზე tspress.ge-მ პროკურატურას მიმართა

2012.07.25 ავტორი: TS

ინტერნეტგამოცემა tspress- მა ფოთის რაიონულ პროკურატურას ჟურნალისტის პირადი მიმოწერა–შეტყობინების საიდუმლოების დარღვევის ფაქტზე განცხადებით მიმართა. გამოცემა ფაქტის გამოძიებას ითხოვს.

მიმდინარე წლის 17ივლისს, tspress–მა გამოაქვეყნა სტატია "ქართული ოცნების" ფოთის ოფისისთვის ბესელიას კანდიდატურა მიუღებელია". მასალის გამოქვეყნების შემდეგ, მოქალაქე შორენა მირცხულავამ კომენტარებში ჟურნალისტ იზა სალაყაიასა და მოქალაქე ზვიად შუბითიძის სოციალურ ქსელ facebook–ის პირადი პერსონალური მიმოწერა (chat) გამოაქვეყნა.

 

შუბითიძე, რომელიც "ქართული ოცნების" მხარდამჭერია, მიმოწერაში საკუთარ მოსაზრებებს გამოთქვამდა, თუმცა, აღნიშნულის სტატიაში კომენტარად გამოქვეყნების წინააღმდეგი იყო. ჟურნალისტური სტანდარტის დაცვის თვალსაზრისით, ჟურნალისტმა შუბითიძის თანხმობის გარეშე, პირადი მიმოწერის დროს გამოთქმული საკუთარი მოსაზრება არ გამოაქვეყნა.

 

ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის იურისტის, ნათია კაპანაძის განცხადებით, პირადი მიმოწერის გამოქვეყნებით, ტექნიკური საშუალებით მიღებული და გადაცემული პირადი მიმოწერის–შეტყობინების საიდუმლოება გასაჯაროვდა, რაც სისხლის სამართლის 159–ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ნიშნებს შეიცავს–პირადი მიმოწერის, ტელეფონით საუბრის ან სხვაგვარი ხერხით შეტყობინების საიდუმლოების დარღვევა.

 

კანონის თანახმად, ამ ტიპის დანაშაული ისჯება ჯარიმით ან საზოგადოებისთვის სასარგებლო შრომით, ან გამოსასწორებელი სამუშაოთი ვადით 2 წლამდე ან იმავე ვადით თავისუფლების აღკვეთით.

 

მიმოწერის გამოქვეყნებიდან რამდენიმე დღეში, მოქალაქე მირცხულავა, ქუჩაში თავს დაესხ ჟურნალსიტ იზა სალაყაიას, მიაყენა მას სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა და დაკბინა. აღნიშნულ ინციდენტზეც მიმდინარეობს გამოძიება.

სტატიები
ფოტორეპორტაჟი

გამოკითხვა

რომელ კანდიდატს მისცემთ ხმას საპარლამენტო არჩევნებში?

Voted: 0

NED