TI-ს აღმასრულებელი დირექტორი ნინა ხატისკაცის გათავისუფლების შესახებ

2012.07.23 ავტორი: იზა სალაყაია

"საერთაშორისო გამჭვირვალობა– საქართველოს"აღმასრულებელი დირექტორი, ეკა გიგაური პროგრამის მენეჯერის, ნინა ხატისკაცის გათავისუფლების მიზეზად, ორგანიზაციის შიდა საორგანიზაციო საკითხებს ასახელებს და არა პოზიციის შეუთავსებლობას. თუმცა, გათავისუფლების მიზეზებზე უფრო კონკრეტულად არ საუბრობს. 

ეკა გიგაური

ეკა გიგაური

გავრცელებული ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ხატისკაცის გათავისუფლება მის მიერ, არჩევნების გაყალბების დაწყებასთან დაკავშირებით გაკეთებულ მწვავე განცახდებებსა და ბოლოდროინდელ ანგარიშს უკავშირდება, გიგაურმა უარყო.

 

-"პოზიცია, რასაც ნინა ხატისკაცი ახმოვანებდა ყოველთვის იყო ორგანიზაციასთან და ჩემთან შეთანხმებული. ორგანიზცია ინარჩუნებს იმ დამოკიდებულებებს, რაც გვქონდა სხვადასხვა საკითხებზე. ეს არის შიდა მენეჯმენტის საკითხი, ამიტომ ამაზე საუბარი ღიად არ მსურს. მოლოდინი, რომ "საერთაშორისო გამჭვირვალობა–საქართველო" პოზიციას შეიცვლის, არ გამართლდება,"– განაცხადა tspress– თან საუბრისას გიგაურმა. 

 

მისი თქმით, ორგანიზაციას ხატისკაცთან უთანხმოებები მენეჯმენტის საკითხებზე ჰქონდა, რის შესახებაც, გიგაურის განცხადებით, ის საქმის კურსში იყო. კითხვაზე, ჰქონდა თუ არა ხატისკაცს მანამდე ორგანიზაციიდან რაიმე გაფრთხილება ან საყვედური მიღებული, გიგაურმა უპასუხა, რომ მას სიტყვიერი გაფრთხილება მიღებული ჰქონდა.

 

ხატისკაცს კი მიაჩნია, რომ მისი გათავისუფლება საფუძვლიანი არაა.  ის მომხდარში გარკვევას ცდილობს და ამ მიზნით, გამგეობასთან შეხვედრას გეგმავს.

 

_"აღმასრულებელმა დირექტორმა ჩათვალა, რომ რაღაც საკითხებში მასთან თანხმობაში არ მოვდიოდი. მე ამის შესახებ მეცნობა მარკ მალენისგან(TI-გამგეობის წევრი -ავტ) პარასკევს, ანგარიშის პრეზენტაციის შემდეგ. გათავისუფლების  მიზეზები მეც მაინტერესებს და შევეცდები გავარკვიო. მე ჩემი მუშაობის სტილი არ შემიცვლია, ვმუშაობდი ისევე, როგორც ადრე. აქამდე შენიშვნა, გაფრთხილება ან საყვედული არ მქონია და უკმაყოფილება არ გამოუხატავთ. მათ შეხვედრაზე ასე გადაწყვიტეს,"-განაცხადა ნინა ხატისკაცმა tspress.ge-სთან საუბრისას.

 

"საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს" (TI) პროგრამის მენეჯერი, ნინა ხატისკაცი, დაკავებული თანამდებობიდან დღეს გაათავისუფლეს.

სტატიები
ფოტორეპორტაჟი

გამოკითხვა

რომელ კანდიდატს მისცემთ ხმას საპარლამენტო არჩევნებში?

Voted: 0

NED