tspress.ge-ის ჟურნალისტზე თავდასხმის ფაქტზე პოლიციამ გამოძიება დაიწყო

2012.07.24 ავტორი: TS

tspress.ge–ის ჟურნალისტზე, მოქალაქე შორენა მირცხულავას მიერ ფიზიკური ანგარიშსწორებისა და სიტყვიერი შეურაცხყოფის ფაქტზე, ფოთის პოლიციამ გამოძიება დაიწყო.

შსს ფოთის სამმართველო

შსს ფოთის სამმართველო

გამომძიებლის, ზვიად ელერჯიას განცხადებით, გამოძიება სს კოდექსის 125-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ცემას ან სხვაგვარი ძალადობას გულისხმობს, რომელმაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია. მსგავსი ძალადობა ისჯება ჯარიმით ან საზოგადოებისთვის სასარგებლო შრომით ან გამოსასწორებელი სამუშაოთი.

 

ელერჯიას განმარტებით, გამოძიების შედეგად, გამოიკვეთა სხეულის დაზიანებაც, ამიტომაც, შესაძლოა, საქმეს სს კოდექსის 118-ე მუხლიც დაემატოს, რაც ჯანმრთელობის განზრახ ნაკლებად მძიმე დაზიანებას გულისხმობს და ისჯება გამასწორებელი სამუშაოთი ვადით თვრამეტ თვემდე ან თავისუფლების შეზღუდვით, ვადით სამ წლამდე, ანდა თავისუფლების აღკვეთით ვადით ერთიდან სამ წლამდე.

 

შეგახსენებთ, რომ, 20ივლისს, ფოთში, აკაკის ქუჩაზე, tspress.ge-ს ჟურნალისტ იზა სალაყაიას მოქალაქე შორენა მირცხულავა ფიზიკურად გაუსწორდა. 

 

აღნიშნულ ინციდენტს კი, წინ უძღოდა მირცხულავას მიერ, tspress.ge-ს ერთ-ერთი მასალის კომენტარებში  ჟურნალისტ იზა სალაყაიას პირადი მიმოწერის გამოქვეყნება, რითაც ასევე უკანონოდ დაირღვა ტექნიკური საშუალებით მიღებული და გადაცემული პირადი მიმოწერის - შეტყობინების საიდუმლოება, რაც ატარებს საქართველოს სისხლის სამართლის 159-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ნიშნებს. აღნიშნულზე საჩივრის შეტანას იზა სალაყაია დღეს გეგმავს.

 

მირცხულავა სხვადასხვა პერიოდში სხვადასხვა მედიასაშუალებაში მუშაობდა. ბოლოს, ის ინფო-9-ის კორესპონდენტი იყო ფოთში. ის ამჟამად "ქართული ოცნების" მხარდამჭერია, თუმცა, ოფიციალურად პარტიის წევრად არ ირიცხება.

სტატიები
ფოტორეპორტაჟი

გამოკითხვა

რომელ კანდიდატს მისცემთ ხმას საპარლამენტო არჩევნებში?

Voted: 0

NED