ნინა ხატისკაცი TI -დან გაათავისუფლეს

2012.07.23 ავტორი: Eliso Janashia

"საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს" (TI) პროგრამის მენეჯერი ნინა ხატისკაცი, დაკავებული თანამდებობიდან გათავისუფლდა. მიზეზს, TI-ს კომუნიკაციების ოფიცერი ნანა ლობჟანიძე, სამსახურში არყოფნის და მის არყოფნაში უეცრად მიღებული გადაწყვეტილების მიზეზით, ვერ აკონკრეტებს.

TI-ს მიერ, 20 ივლისს, გამოქვეყნებული ანგარიშის-„სახელმწიფო სახსრების საარჩევნო მიზნით ხარჯვა- შესახებ, ნინა ხატისკაცთან შეთანხმებული ინტერვიუსთვის ორგანიზაციაში დარეკვისას, Tspress.ge-ს აცნობეს, რომ დღეს დილიდან, ხატისკაცი მათი თანამშრომელი აღარაა. ამის შემდეგ გამოცემა ნანა ლობჟანიძეს დაუკავშირდა.

 

-"გამგეობამ და აღმასრულებელმა დირქტორმა ეკა გიგაურმა მოიწერეს, რომ ნინა ხატისკაცი აღარ მუშაობს. ზუსტად საქმის კურსში არ ვარ, 10-15 წუთის წინ მომხდარი ამბავია და მე სამსახურიდან გასული ვარ,"- განაცხადა კომუნიკაციების ოფიცერმა, ნანა ლობჟანიძემ.

 

კითხვაზე იგეგმებოდა თუ არა მისი გათავისუფლება, თუ ეს არის მყისიერი გადაწყვეტილება, ლობჟანიძემ უპასუხა, რომ, შესაძლოა, იგეგმებოდა, მაგრამ, მან დაზუსტებით არ იცის ამის შესახებ, რადგან საბჭოს სხდომებში თავად არ მონაწილეობს.

 

თავად ხატისკაცი მომხდარში გარკვევას ცდილობა და ამ მიზნით, გამგეობასთან შეხვედრას გეგმავს.

 

_"გათავისუფლება რასთანაა დაკავშირებელია, არ ვიცი. აღმასრულებელმა დირექტორმა ჩათვალა, რომ რაღაც საკითხებში მასთან თანხმობაში არ მოვდიოდი. მე ამის შესახებ მეცნობა მარკ მალენისგან(TI-გამგეობის წევრი -ავტ) პარასკევს, ანგარიშის პრეზენტაციის შემდეგ. გათავისუფლების  მიზეზები მეც მაინტერესებს და შევეცდები გავარკვიო. მე ჩემი მუშაობის სტილი არ შემიცვლია, ვმუშაობი ისევე, როგორც ადრე. აქამდე შენიშვნა, გაფრთხილება ან საყვედული არ მქონია და უკმაყოფილება არ გამოუხატავთ. მათ შეხვედრაზე ასე გადაწყვიტეს. დანარჩენ დეტალებზე მიმართეთ გამჭვირვალობას,"-განაცხადა ნინა ხატისკაცმა tspress.ge-სთან საუბრისას.

 

ხატისკაცს მიაჩნია, რომ მისი გათავისუფლება საფუძვლიანი არაა.

 

_"უწყვეტი კონტრაქტით ვმუშაობდი და უცებ შემიწყვიტეს, ამიტომაც მაინტერესებს დეტალები, რადგან საფუძველს ვერ ვხედავ,"- აცხადებს ხატისკაცი.

 

Tspress.ge-მ ეკა გიგაურთან დაკავშირება ვერ მოახერხა, რადგან ის სატელეფონო ზარებს არ პასუხობს.

 

ხატისკაცი TI-ში 2004 წლიდან მუშაობს. ის საპარლამენტო პროექტების დირექტორად, მერე იურიდიული დახმარების ცენტრის ხელმძღვანელად, მართლმსაჯულების დამოუკიდებლობისა და სამართლებრივი გაძლიერების (JILEP)-ის პროგრამის დირექტორად მუშაობდა. ამჟამად, ის არჩევნების პროექტის დირექტორი იყო.

სტატიები
ფოტორეპორტაჟი

გამოკითხვა

რომელ კანდიდატს მისცემთ ხმას საპარლამენტო არჩევნებში?

Voted: 0

NED