მესაკუთრე ფოთის მერიას კომპენსაციას თხოვს [Video]

2012.07.19 ავტორი: იზა სალაყაია

მოქალაქე მინდია ჯახუა, რომელსაც ფოთის მერიამ საკუთრებაში არსებული ავტოფარეხი დაუნგრია, კომპენსაციას ითხოვს. მან ამის შესახებ ფოთის მერიას, რამდენიმე ხნის წინ, წერილობითაც კი მიმართა, თუმცა პასუხი არ მიუღია.

მინდია ჯახუა

მინდია ჯახუა

მინდია ჯახუას განცხადებით, მას და მის მეზობლებს, გასულ წელს, ფოთის მერიისა და მუნიციპალიტეტის თანამშრომლებმა ავტოფარეხის დემონტაჟი მეზობლებთან ერთად, სიტყვიერად მოსთხოვეს. მათ მოთხოვნის საფუძველი არ განუმარტავთ.

 

საკუთრების დასაცავად ჯახუამ  ფოთის საკრებულოს თავმჯდომარეს, ივანე საღინაძესაც მიმართა. ის ითხოვდა მიეწოდებინათ ის ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი, რომლის საფუძველზეც თხოვდნენ დემონტაჟს. ის საკრებულოსგან ასევე ითხოვდა განმარტებას, მისცემდნენ თუ არა საკუთრებას დანგრეული ობიექტის სანაცვლოდ. მესაკუთრეს პასუხი არ მიუღია.

 

განცხადების შეტანიდან რამდენიმე დღეში კი, მერიის დაკვეთით, ჯახუას საკუთრების დანგრევა ხელისუფლებამ წინასწარი გაფრთხილების გარეშე დაიწყო. მესაკუთრის თქმით, დემონტაჟის პროცესის დროს მისი ავტომანქანა, რომელიც იმ დროს ავტოფარეხში იდგა, დაზიანდა.

 

ჯახუას განმარტებით, ადგილზე მუნიციპალიტეტის თანამშრომლები იმყოფებოდნენ, თუმცა მათი ვინაობა მისთვის უცნობია. ამბობს, რომ მათ ფიზიკური წინააღმდეგობაც კი გაუწია გაუწია, თუმცა, ავტოფარეხი მაინც დაუნგრიეს.

 

 

კომპენსაციის მოთხოვნით, ჯახუა მერიას უახლოეს დღეებში კიდევ ერთხელ მიმართავს, წინააღმდეგ შემთხვევაში, მისივე განცახადებით, საკუთრების სანაცვლოდ ანაზღაურების მიღებას სასამართლოს გზით შეეცდება. 

 

ფოთში, ეს პირველი შემთხვევა არაა, როცა მერმა და სამსახურის თანამშრომლებმა მოსახლეობას კერძო საკუთრების დემონტაჟი, იურიდიული საფუძვლის გარეშე, მუქარით, შანტაჟითა და  მსგავსი გზებით აიძულეს.

 

ქალაქის მასშტაბით სულ 3 ათასამდე ავტოფარეხი დაინგრა, საიდანაც, ფოთის მერის განცხადებით, 300-მდე მესაკუთრეს საკუთრების დამადასტურებელი ყველა დოკუმენტი ჰქონდა,  თუმცა მერიას კომპენსაცია არც ერთ შემთხვევაში არ გაუცია.

 

მსგავსი პრობლემების შესწავლისა და მისი გადაჭრის ხელშეწყობის მიზნით, ორგანიზაცია "ადამიანის უფლებათა და სოციალური სამართლიანობის დაცვის კვლევითი ცენტრი" მიმდინარე წლის თებერვლიდან, საერთაშორისო ორგანიზაცია G_PAC-ის მხარდაჭერით ახორციელებს პროექტს: "მოქალაქეები საკუთრების უფლებების დასაცავად!", რომლის ფარგლებშიც ორგანიზაცია საკუთრების უფლებაშელახულ ადამიანებს უწევს სამართლებრივ დახმარებას. ორგანიზიაცია მდებარეობს მისამართზე: ფოთი, კოსტავას 20/36. მუშაობს ასევე სატელეფონო ცხელი ხაზი: 27 94 84

 

 

 

ამავე თემაზე:


კეთილმოწყობა კერძო საკუთრების ხელყოფის ხარჯზე


ფოთის მერი კერძო საკუთრებებს უკანონოდ ხელყოფს


ფოთის მერია ისევ ანგრევს


ფოთის მერის სამმაგი კომბინაციური სვლა


ფოთის მერმა კიდევ ერთი საკუთრება უკანონოდ დაანგრევინა [video]


ფოთის მერია მოქალაქეს საკუთრების დემონტაჟს აიძულებს [Video]



tspress.ge მოქალაქეებს უკანონოდ ჩამორთმეული საკუთრების უფლების აღდგენაში დაეხმარება

სტატიები
ფოტორეპორტაჟი

გამოკითხვა

რომელ კანდიდატს მისცემთ ხმას საპარლამენტო არჩევნებში?

Voted: 0

NED