წინასაარჩევნოდ გაზრდილი საბიუჯეტო ხარჯები

2012.07.17 ავტორი: იზა სალაყაია

ფოთის საკრებულომ სოციალური და ჯანდაცვის პროგრამა 30 ათასი ლარით გაზარდა, რაც იმას ნიშნავს, რომ წლის ბოლომდე, მატერიალურ დახმარებას უფრო მეტი ბენეფიციალი მიიღებს.

საკრებულოს სხდომა

საკრებულოს სხდომა

ფოთის საკრებულოს თავმჯდომარის, ივანე საღინაძის განცხადებით, პროგრამები ბიუჯეტში ტენდერების შედეგად  გაკეთებული ეკონომიის ხარჯზე გაიზარდა. 

 

–"ტენდერების ჩატარებით დაგროვილი ეკონომიებით ჩაისვა და დაფინანსდა მოსახლეობისთვის საჭირბოროტო საკითხები,"– მხოლოდ ეს განმარტა tspress-თან საუბრისას საღინაძემ.

 

ტენდერებით დაზოგილი თანხის ოდენობა 500 ათასი ლარს შეადგენს. გამოთავისუფლებული თანხები საკრებულოს  გადაწყვეტილებით შემდეგნაირად გადანაწილდა: 

 

20 ათასი ლარით გაიზარდა მოსახლეობის სტაციონალური მკურნალობის ხარჯები. პროგრამისთვის მიმდინარე წელს,  200 ათასი ლარი იყო გათვალისწინებული, აქედან 122 ათასი ლარი უკვე ათვისებულია, დამხარება 200 ადამაინს გაეწია. 

 

10 ათასი ლარი დაემატა მოსახლეობის ერთჯერადი მატერიალური დახმარების პროგრამას და ამაჟამად, 110 ათას ლარია გათვალიწინებული. პროგრამა შეჭირვებული მოსახლეობის დახმარებას გულისხმობს.

 

მოქალაქეების განცხადებას და საცხოვრებელ პირობებს, უბნის ტერიტორუილი მართვის ორგანოები(მუნიციპალიტეტი) სწავლობს და ამის შემდეგ დახმარების თხოვნით შესული წერილების დაკმაყოფილება ხდება. 

 

ხელისუფლება პროგრამით დახმარებას, წელიწადში ათასზე მეტ ადამიანს უწევს. ამ დროსითვის თანხის ნახევარი, 54 ათასი ლარი 645 ადამიანზე უკვე გაიცა. 

ჯანმრთელობის, სოციალური დაცვისა და დევნილთა სამსახურის უფროსის, ვიოლეტა ჯღამაძის განცხადებით, პროგრამის ფარგლებში მოქალაქისთვის დახმარების გაწევა წელიწადში მხოლოდ ერთხელაა შესაძლებელი. მისი განმარტებით, გასაცემი თანხის ოდენობა 50–100ლარამდე მერყეობს. 

 

საბიუჯეტო და ეკონომიკის საკითხებში ექსპერტის, ოთარ კონჯარიას შეფასებით, ერთჯერადი მატერიალური დახმარების მსგავსი პროგრამები საბიუჯეტო თანხებისთვის ეფექტიანი ვერ იქნება, რადგან ის პრობლემის გადაჭრას არ ემსახურება და მხოლოდ მოსახლეობის დროებით დაკმაყოფილებისთვის, "გულის მოსაგებადაა" გათვლილი. 

 

-“დაუცველ ოჯახებზე ზრუნვა და მათთვის სოციალური დახმარებების გაცემა ეს სახელმწიფოს ერთ–ერთი ვალდებულება, რომელიც ცენტრალური ბიუჯეტიდან უნდა ფინანსდებოდეს, მაგრამ პრაქტიკაში სახსრების გამოყოფა, დამატებითი დაფინასება ხდება თვითმართველობების მხრიდან. ერთჯერადი მატერიალური დახმარებები, მით უფრო ასეთი მცირე, ზეგავლენას ვერ მოახდენს და ვერ შეცვლის სამომავლოდ მათ ეკონომიკურ მდგომარეობას. შესაბამისად, ამ კუთხით სოციალურ-მატერიალურ დახმარებებზე დიდი თანხების გაწერა ეკონომიკური ეფექტის მომტანი არაა,“– განმარტავს კონჯარია.

 

ბიუჯეტში მსგავსი ცვლილებების შეტანისა და  პროგრამის დაფინანსების გაზრდის საჭიორების შესახებ სხდომაზე კითხვები არ დასმულა და განმარტებები არ გაკეთებულა. 

სტატიები
ფოტორეპორტაჟი

გამოკითხვა

რომელ კანდიდატს მისცემთ ხმას საპარლამენტო არჩევნებში?

Voted: 0

NED