იტალიის ნაკრები "გერმანული მანქანის" წინააღმდეგ

2012.06.28 ავტორი: ლევან სეფისკვერაძე

 დღეს, თბილისის დროით 22:45 სთ–ზე ევროპის საფეხბურთო ჩემპიონატის ნახევარფინალში ერთმანეთს იტალიისა და გერმანის ნაკრებები დაუპირისპირდებიან. ამ თამაშზე გადაწყდება რომელი გუნდი დაუპირისპირდება 1 ივლისს, ფინალურ მატჩში ევროპისა და მსოფლიოს მოქმედ ჩემპიონს – ესპანეთის ეროვნულ გუნდს. 

სტატისტიკოსები და ბუკმეიკერები, დღევანდელ მატჩში უპირატესეობას გერმანელებს ანიჭებენ. ცნობილი ინგლისური საბუკმეიკერო კანტორის, "უილიამ ჰილის" კოეფიციენტების მიხედვით, იტალიის გამარჯვებაზე 100 ინგილისური ფუნტის დამდებ ადამიანს, იტალიის გამარჯვების შემთხვევაში 500 ფუნტს ჩაუთვლიან, გერმანიის კოეფიციენტი კი მხოლოდ 1.6 გახლავთ.

მიუხედავად საერთო აზრისა, იტალიის ნაკრების ბანაკში სიმშვიდეა. "სკუადრა აძურას" მესაჭემ, ჩეზარე პრანდელიმ, იტალიურ გაზეთ la gezzeta dello sport-ს განუცხადა, რომ აპენინელები მინდორზე მხოლოდ და მხოლოდ გამარჯვებისათვის გავლენ და შეხვედრის დამატებით დროში გადაყვანას არც ერთი იტალიელი არ ეცდება.

რაც შეეხება გერმანელთა ახალგაზრდა მწვრთნელს, იოაჰიმ ლიოვს ჰერ იოაჰიმი გერმანულ გაზეთ bold-თან საუბარში ამბობს, რომ დღეს ძალზედ მძიმე ბრძოლას მოელის.

ლიოვის აზრით, იტალიელები გერმანელებს ზონურ დაცვას დაუპირისპირებენ და მთავარი სიტყვა გერმანელთა ფორვარდებმა ახლა უნდა თქვან. ცენტრში კი, ლიოვს განსაკუთრებით ბასტიან შვაინშტაიგერის იმედი აქვს.

სტატიები
ფოტორეპორტაჟი

გამოკითხვა

რომელ კანდიდატს მისცემთ ხმას საპარლამენტო არჩევნებში?

Voted: 0

NED