ესპანური “გიგანტები“ ნეიმარისათვის ისევ იბრძვიან

2012.06.26 ავტორი: ლევან სეფისკვერაძე

კატალონიის "ბარსელონას" პრეზიდენტი, სანდრო როსელი, ბრაზილიელი ტალანტის, ნეიმარ და სილვას შეძენას 2014 წელს შეეცდება. აღნიშნულზე ინფორმაციას უსპანური მედიასაშუალებები ავრცელებენ. ნეიმარი დღეს ბრაზილიური “სანტოსის“ რიგებში ირიცხება და როგორც თვითონ ამბობს, თავისი ამჟამინდელი კლუბითაც და ხელფასითაც კმაყოფილია, თუმცა მომავალში არც ევროპაში გადაბარგებას გამორიცხავს.

ნეიმარზე ნადირობა მას შემდეგ შეწყდა, რაც 19 წლის ფეხბურთელმა გადაწყვიტა "სანტოსთან" 2014 წლამდე გაეხანგრძლივებინა კონტრაქტი. ამ ყველაფრის მიუხედავად კატალონიის "ბარსელონა" მაინც ცდილობს ნეიმარს შეძენას.

" მან "სანტოსთან" განგრძლივ კონტრაქტს მოაწერა ხელი. დაველოდებით კონტრაქტის ამოწურვას და შემდეგ უკვე შევეცდებით ნეიმარის გადაბირებას," – განაცხადა სანდრო როსელიმ COM Radio-სთან ინტერვიუში.

ამჟამად ახალგაზრდა ბრაზილიელ ფეხბურთელზე ნამდვილი “ნადირობაა“ გამოცხადებული. ნეიმარ და სილვას შეძენას, კატალონიური კლუბის მარადიული მეტოქე, მადრიდის "რეალიც" ცდილობს, მაგრამ ნეიმარის რამდენიმე ინტერვიუდან ნათლად გამოჩნდა, რომ ახალგაზრდა ფეხბურთელის სიმპატიები "ბარსასაკენ" იხრება.

სტატიები
ფოტორეპორტაჟი

გამოკითხვა

რომელ კანდიდატს მისცემთ ხმას საპარლამენტო არჩევნებში?

Voted: 0

NED